ამარე სტაუდმაიერი ევროპაში წამოვიდა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ამარე სტაუდმაიერი იერუსალიმის "ჰაპოელში" გააგრძელებს კარიერას.

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, "ყველა ვარსკვლავის მატჩის" ექვსგზის მონაწილემ გამოაცხადა, რომ ასრულებს კარიერას ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში, მაგრამ საერთოდ კალათბურთიდან წასვლას ჯერ არ აპირებს.

ESPN-ის ინფორმაციით, ერთ დროს NBA-ის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი პრესკონფერენციას მოიწვევს, რომელზეც გამოაცხადებს, რომ მომავალ სეზონში ისრაელის ჩემპიონატში ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ამარე "ჰაპოელის" თანამფლობელია. კალათბურთელმა კლუბის აქციათა ნაწილი 2013 წელს შეიძინა. მაშინ სტაუდმაიერმა ისრაელში იმოგზაურა და აღმოაჩინა, რომ დედის მხრიდან ებრაული ფესვები აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული