"გაგვიმართლა, რომ ისეთმა მოთამაშემ, როგორიცაა ამარე, "მაიამიში" თამაშზე შეაჩერა არჩევანი. ის მოიტანს ავტორიტეტსა და შრომისმოყვარეობას, რაც ასე სჭირდება გუნდს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში", - განაცხადა ფლორიდული კლუბის პრეზიდენტმა პეტ რაილიმ.
გასულ სეზონში, სტაუდმაიერმა 60 მატჩი ჩაატარა "ნიუ იორკ ნიქსისა" და "დალას მავერიქსის" შემადგენლობაში და საშუალოდ 11.3 ქულა და 5.5 მოხსნა დააგროვა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი