ხუან კარლოს ნავარო ევრობასკეტზე არ მიდის

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის ფინალური სერიის დასრულების შემდეგ, რომელშიც მადრიდის "რეალმა" 4:2 დაამარცხა "ბარსელონა", კატალონური გრანდის ერთ-ერთმა ლიდერმა, 2011 წლის ევრობასკეტის საუკეთესო კალათბურთელმა ხუან-კარლოს ნავარომ უარი განაცხადა წელს, კონტინენტის პირველობაში გამოსვლაზე.

"ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ზაფხულში ეროვნული ნაკრებისგან უნდა დავისვენო. პაუზის აღების დრო მოვიდა. ეს ძალიან რთული სეზონი იყო "ბარსელონასთვის" და პირადად ჩემთვის", - განაცხადა 33 წლის მცველმა.

სხვათა შორის, ნავარო, რომელიც მთელი სეზონი იტანჯებოდა ტრავმების გამო, ვერ დაეხმარა "ბარსელონას" სერიის მეექვსე მატჩში.

ხუან-კარლოსი პირველი მოთამაშე არ არის, ვინც უარი თქვა ევროპის
ჩემპიონატში გამოსვლაზე. ოფიციალური უარი განაცხადა პაუ გასოლმა, კითხვის ნიშნის ქვეშ არის სლოვენიაში მარკ გასოლისა და სერჟ იბაკას გამგზავრება. ლიდერთაგან ერთადერთი, ვინც დაადასტურა ევრობასკეტზე თამაში, გამთამაშებელი რიკი რუბიოა.

ყველა ლიდერი, დიამანტიდისის გარდა
მომავალი ევრობასკეტისთვის გაფართოებული შემადგენლობა გამოაცხადა საბერძნეთის ნაკრების დამრიგებელმა ანდრეა ტრინკიერიმ. მაშინვე გვხვდება თვალში დიმიტრის დიამანტიდისის არყოფნა - მცველმა უარი განაცხადა სანაკრებო კარიერის განახლებაზე, სამაგიეროდ, გუნდშია ბერძნების ყველა სხვა ლიდერი.

სია შემდეგმა კალათბურთელებმა შეადგინეს:

მცველები: ნიკოს ზისისი, კოსტას ვასილიადისი (ორივე - "ბილბაო", ესპანეთი), ნიკ კალატესი ("ლოკომოტივი-ყუბანი", რუსეთი), დიმიტრის კაციველისი, ვასილის სპანულისი, კოსტას სლუკასი (ყველა - "ოლიმპიაკოსი"), მაიკლ ბრამოსი ("პანათინაიკოსი"), ნიკოს პაპასი ("პანიონიოსი");

ფორვარდები: კოსტას პაპანიკოლაუ, სტრატოს პერპეროგლუ, გეორგიოს პრინტეცისი (ყველა - "ოლიმპიაკოსი"), ანტონის ფოცისი ("პანათინაიკოსი"), ვლადიმირ იანკოვიჩი ("პანიონიოსი");

ცენტრები: კოსტას კაიმაკოგლუ, იან ვუიუკასი (ორივე - უნიქს, რუსეთი), ლუკას მავროკეფალიდისი ("ბარსელონა", ესპანეთი), იოანუს ბურუსისი ("მილანი", იტალია), სოფოკლის შორცანდისი ("პანათინაიკოსი").

* * *

2013 წლის ევრობასკეტზე თამამად შეიძლება ერთ-ერთი აუთსაიდერის როლი მიენიჭოს გერმანიის ნაკრებს. საქმე ისაა, რომ კონტინენტის პირველობაზე გერმანელებს პრაქტიკულად არც ერთი ლიდერი არ დაეხმარება.

განაცხადში ვერ ვიხილავთ NBA-ის კალათბურთელებს - დირკ ნოვიცკის, კრის კამანსა და ტიმო ოლბრეხტს. ასევე არ შეუერთდებიან გუნდს გამოცდილი ბავარიელები - შტეფან ჰამანი და იან-ჰენდრიკ იაგლა.

მთლიანად გერმანელთა გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მცველები: კარსტენ ტადა (“ბამბერგი”), ბასტიან დორეტი (“ტრირი”), ჰაიკო შაფარციკი (“ალბა”), ლუკა შტაიგერი (უკლუბოდ), პერ გიუნტერი (“რატიოფარმი”), ფილიპ ცვაინერი (“აისბარენი”), ნიკოლაი სიმონი (“ბაიროიტი”);

ფორვარდები: ფილიპ შვეტჰელმი (“რატიოფარმი”), რობინ ბენცინგი (“ბავარია”), იოჰანეს ლიშკა (“ტიუბინგენი”), ალექს კინგი (“ვიურცბურგი”), ნილს გიფი (კონეკტიკუტის უნივერსიტეტი, NCAA);

ცენტრები: მაიკ ცირბესი, ფილიპ ნოიმანი (ორივე – “ბამბერგი”), ანდრეას ზაიფერტი (“ტრირი”), ტიბორ პლიაისი (“კახა ლაბორალი”, ესპანეთი), პატრიკ ჰეკმანი (ბოსტონის უნივერსიტეტი, NCAA).

მოულოდნელი სიკვდილი
მოულოდნელი ინფორმაცია გავრცელდა შვეიცარიიდან. ჟენევაში ვიზიტის დროს, მოულოდნელად გარდაიცვალა “FIBA-ევროპას” პრეზიდენტი ოლაფურ რაფნსონი. ის 50 წლის იყო. რაფნსონის სიკვდილი დაადასტურა FIBA-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა.

პრეზიდენტი ჟენევაში FIBA-ის ახალი შტაბ-ბინის ოფიციალურ გახსნასთან დაკავშირებით იმყოფებოდა.

რაფნსონი ყოფილი კალათბურთელია. “FIBA-ევროპას” პრეზიდენტის (2010 წელს აირჩიეს) პოსტის გარდა, ის, აგრეთვე, ისლანდიის ეროვნული ოლიმპიური ასოციაციის პრეზიდენტიც იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერბეთმა ლიდერი დაკარგა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული