ევრობასკეტი 2013: ვინ მოდის ოკეანის გაღმიდან?

AutoSharing Option
ევრობასკეტის მონაწილე თითქმის ყველა გუნდმა გამოაქვეყნა საბოლოო განაცხადი და საინტერესოა, როგორი შემადგენლობებით ითამაშებენ ნაკრებები კონტინენტის პირველობაზე.

ოფიციალურ განაცხადებს 4 სექტემბრის ნომერში შემოგთავაზებთ, დღეს კი გავარკვევთ, რა წარმომადგენლობა ექნება ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციას ევრობასკეტზე. ცნობისთვის, NBA-ს გუნდების 93.3 პროცენტში ევროპელები თამაშობენ.

A ჯგუფი
ბელგია: NBA-ში მოთამაშეები არ ჰყავს.
საფრანგეთი: ფრანგების რიგებში ოთხი ლეგიონერია NBA-დან: ტონი პარკერი, ნანდო დე კოლო, ბორის დიაო (სამივე - "სან ანტონიო") და ნიკოლა ბატუმი ("პორტლენდი").
ამ გუნდში ოკეანის გაღმიდან წარმომადგენლობა მეტი შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით "მამლების" რიგებში
არ არიან: ჟოაკიმ ნოა ("ჩიკაგო"), კევინ სერაფინი ("ვაშინგტონი"), იან მაინმი ("ინდიანა"), რონი ტურიაფი ("კლიპერსი"), იოჰან პეტრო ("ატლანტა").
გერმანია: ევრობასკეტზე არ ითამაშებენ დირკ ნოვიცკი ("დალასი") და ტიმ ოლბრეხტი ("ჰიუსტონი"). ასევე, უარი თქვა თამაშზე კრის კამანმა ("ლეიკერსი").
ბრიტანეთი: ჯერ კიდევ თებერვალში განაცხადა უარი ნაკრებში თამაშზე ლუოლ დენგმა ("ჩიკაგო"). მოგვიანებით ასეთივე გადაწყვეტილება მიიღო ჯოელ ფრილენდმა ("პორტლენდი").
ისრაელი: ომრი კასპი ("ჰიუსტონი") პირველად ითამაშებს ისრაელის ნაკრებთან ერთად დიდ ტურნირზე.
უკრაინა: ამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, მაიკ ფრატელოს საბოლოო განაცხადი ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ, სავარაუდოდ, ევრობასკეტზე ვიხილავთ ვიაჩესლავ კრავცოვს ("ფინიქსი").

B ჯგუფი
ბოსნია: NBA-ში ერთადერთი ბოსნიელი ლეგიონერი მირზა ტელეტოვიჩი ("ბრუკლინი") ევრობასკეტზე იქნება.
ლატვია: განაცხადში არ არის ანდრის ბიედრინში ("გოლდენ სტეიტი").
ლიტვა: მას შემდეგ, რაც ლინას კლეიზა ევროპაში დაბრუნდა, ლიტვას NBA-ში ორი ლეგიონერი დარჩა და ორივე ითამაშებს ევრობასკეტზე: იონას ვალანჩუნასი ("ტორონტო") და დონატას მოტეიუნასი ("ჰიუსტონი").
მაკედონია: პერო ანტიჩი ამ ზაფხულს გადავიდა "ატლანტაში" სათამაშოდ, მანამდე კი მას ევრობასკეტზე ვნახავთ.
ჩერნოგორია: ორი ლეგიონერიდან საბოლოო განაცხადში ერთია: ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო"), ხოლო სლოვენიაში არ იქნება ნიკოლა პეკოვიჩი ("მინესოტა").
სერბეთი: NBA-დან განაცხადში ერთადერთი კალათბურთელი ნემანია ნედოვიჩია.

C ჯგუფი
ხორვატია: ამ ქვეყანას NBA-ში ლეგიონერები არ ჰყავს, რადგან ბოიან ბოგდანოვიჩი ჯერ არ არის "ბრუკლინის" სრულფასოვანი წევრი.
ჩეხეთი: ჩეხების ერთადერთი ლეგიონერი იან ვესელი ("ვაშინგტონი") ევრობასკეტზე ითამაშებს.
საქართველო: ზაზა ფაჩულია ("მილუოკი") და თორნიკე შენგელია ("ბრუკლინი") საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმარებიან.
პოლონეთი: "ფინიქს სანზის" ცენტრს, მარცინ გორტატს ევრობასკეტზე ვიხილავთ.
სლოვენია: მასპინძელ ნაკრებს NBA-ში თავისი ლეგიონერების ასპროცენტიანი წარმომადგენლობა ეყოლება: ბენო უდრიხი ("ნიუ იორკი") და გორან დრაგიჩი ("ფინიქსი").
ესპანეთი: საფრანგეთის მსგავსად, ევრობასკეტზე ასევე ოთხი კალათბურთელი ეყოლებათ ოკეანის გაღმიდან ესპანელებს: ხოსე კალდერონი ("დალასი"), ვიქტორ კლავერი ("პორტლენდი"), რიკი რუბიო ("მინესოტა") და მარკ გასოლი ("მემფისი").

D ჯგუფი
ფინეთი: NBA-ში მოთამაშეები არ ჰყავს.
საბერძნეთი: NBA-ში ერთადერთი ბერძენი ლეგიონერი კოსტას კუფოსი ("მემფისი") ევრობასკეტზე არ იქნება.
იტალია: იტალიელთა ოთხი ლეგიონერიდან ევრობასკეტზე ორს ვიხილავთ: მარკო ბელინელისა ("სან ანტონიო") და ლუიჯი დატომეს ("დეტროიტი").
რუსეთი: NBA-ს რუსული კვარტეტიდან ევრობასკეტზე თამაშის სურვილი მხოლოდ ალექსეი შვედმა ("მინესოტა") და სერგეი კარასიოვმა ("კლივლენდი") გამოთქვეს.
შვედეთი: სკანდინავიელებს ევროპის ჩემპიონატზე ორივე ლეგიონერი ეყოლებათ: იონას ჟერებკო ("დეტროიტი") და ჯეფ ტეილორი ("შარლოტი").
თურქეთი: არ მოისურვა ევრობასკეტზე თამაში ენეს კანტერმა. სამაგიეროდ, თურქეთს სამი ლეგიონერი დაეხმარება: ომერ აშიქი ("ჰიუსტონი"), ჰედო თურქოგლუ ("ორლანდო") და ერსან ილიასოვა ("მილუოკი").

* * *
აქვე გთავაზობთ ამ მომენტისთვის NBA-ში მოთამაშე ევროპელი ლეგიონერების სრულ სიას:

საფრანგეთი (11) - ნიკოლა ბატუმი (პორტლენდი), როდრიგ ბობუა (დალასი), ნანდო დე კოლო (სან ანტონიო), ბორის დიაო (სან ანტონიო), ევან ფურნიე (დენვერი), იან მაინმი (ინდიანა), ჟოაკიმ ნოა (ჩიკაგო), ტონი პარკერი (სან ანტონიო), იოჰან პეტრო (ატლანტა), კევინ სერაფინი (ვაშინგტონი), რონი ტურიაფი (მინესოტა).
ესპანეთი (6) - ხოსე კალდერონი (დალასი), ვიქტორ კლავერი (პორტლენდი), მარკ გასოლი (მემფისი), პაუ გასოლი (ლეიკერსი), სერჟ იბაკა (ოკლაჰომა), რიკი რუბიო (მინესოტა)
სერბეთი (4) - დარკო მილიჩიჩი (ბოსტონი), საშა პავლოვიჩი (პორტლენდი), ვლადიმირ რადმანოვიჩი (ჩიკაგო), ნემანია ნედოვიჩი (გოლდენ სტეიტი).
თურქეთი (4) - ომერ აშიქი (ჰიუსტონი), ერსან ილიასოვა (მილუოკი), ენეს კარტერი (იუტა), ჰედო თურქოგლუ (ორლანდო).
იტალია (4) - ლუიჯი დატომე (დეტროიტი), ანდრეა ბარნიანი (ნიუ იორკი), მარკო ბელინელი (სან ანტონიო), დანილო გალინარი (დენვერი).
რუსეთი (4) - ანდრეი კირილენკო (ბრუკლინი), ტიმოფეი მოზგოვი (დენვერი), ალექსეი შვედი (მინესოტა), სერგეი კარასიოვი (კლივლენდი).
გერმანია (3) - დირკ ნოვიცკი (დალასი), კრის კამანი (ლეიკერსი), ტიმ ოლბრეხტი (ფილადელფია).
ბრიტანეთი (3) - ლუოლ დენგი (ჩიკაგო), ბენ გორდონი (შარლოტი), ჯოელ ფრილენდი (პორტლენდი).
საქართველო (2) - ზაზა ფაჩულია (მილუოკი), თორნიკე შენგელია (ბრუკლინი).
ლიტვა (2) - დონატას მოტეიუნასი (ჰიუსტონი), იონას ვალანჩუნასი (ტორონტო).
ჩერნოგორია (2) - ნიკოლა ვუჩევიჩი (ორლანდო), ნიკოლა პეკოვიჩი (მინესოტა).
სლოვენია (2) - გორან დრაგიჩი (ფინიქსი), ბენო უდრიხი (ნიუ იორკი).
შვედეთი (2) - იონას ჟერებკო (დეტროიტი), ჯეფრი ტეილორი (შარლოტი).
ბოსნია (1) - მირზა ტელეტოვიჩი (ბრუკლინი).
ჩეხეთი (1) - იან ვესელი (ვაშინგტონი).
საბერძნეთი (1) - კოსტა კუფოსი (მემფისი).
ისრაელი (1) - ომრი კასპი (ჰიუსტონი).
ლატვია (1) - ანდრის ბიედრინში (გოლდენ სტეიტი).
მაკედონია (1) - პერო ანტიჩი (ატლანტა).
პოლონეთი (1) - მარცინ გორტატი (ფინიქსი).
შვეიცარია (1) - ტაბო სეფოლოშა (ოკლაჰომა).
უკრაინა (1) - ვიაჩესლავ კრავცოვი (ფინიქსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მილოშ ტეოდოშიჩს ევრობასკეტი არ ეღირსა
მკითხველის კომენტარები / 3 /
მადლობა :)
მე
17:20 03-09-2013
0
საქართველომაც გააკეთა: ცინცაძე, ჰიკმენი, მარკოიშვილი, სანიკიძე, შერმადინი, ბურჯანაძე, ცქიტიშვილი, სანაძე, ფხაკაძე, ფაცაცია, მეტრეველი, ლეჟავა.
შაკო
16:13 03-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული