A ჯგუფი
ისრაელი-ბრიტანეთი 71:75 (ო)
17:22, 13:12, 22:13, 14:19, 5:9
ი: კასპი (13+11 მოხსნა), ჰალპერინი (12+5 მოხსნა), ელიაჰუ (11+14 მოხსნა), ოჰაიონი (9+7 პასი), გრინი (4+6 მოხსნა) - სტარტი; ნისიმი (17), კადირი (2), ტაიუსი (2), პნინი (1), კოციკარო (0), ლიმონადი (0), ჰანოჩი (0).
ბ: ჯონსონი (22+6 მოხსნა), ლოურენსი (7), სალივანი (8), მიურეი (0), ბოატენგი (0) - სტარტი; ეჩარა (18+13 მოხსნა), ჰესონი
ორქულიანები: 18/53 (34,0%) - 17/43 (39,5%)
სამქულიანები: 6/17 (35%) - 5/20 (25%)
საჯარიმოები: 17/32 (53,1%) - 26/35 (74,3%)
მოხსნები: 48-51. პასები: 12-8. შეცდომები: 12-18
გადამწყვეტი მომენტი: ოვერტაიმის დასრულებამდე 15 წამით ადრე ისრაელი ორ ქულას აგებდა, როცა ამ გუნდის წევრმა აფიქ ნისიმმა ბურთი დაკარგა და თამაშის გადარჩენის შანსი გაქრა.
მატჩის გმირი: კაილ ჯონსონმა ხუთი ქულა აიღო 8:0 გაქცევაში, რომელმაც თამაში ოვერტამში გადაიყვანა.
სტატისტიკა არ ტყუის: ამ მატჩში არ იქნებოდა არც ოვერტაიმი და არც ბრიტანეთის გამარჯვება, ისრაელს კარგად რომ ესროლა.
საჯარიმოები: 32-დან 17 (53.1%) და ბოლო წუთზე აცილებული ოთხი თავისუფალი ტყორცნა.
ბელგია-უკრაინა 57:58
12:11, 24:15, 12:14, 9:18
ბ: ერველი (9+9 მოხსნა), მუკუბუ (7+5 მოხსნა), ვან როსომი (6), მუია (2), დრისენი (2) - სტარტი; ბეგინი (14), ტაბუ (13+5 მოხსნა+4 პასი), მოორსი (2), მვემა (2), მასოტი (0).
უ: გლადირი (11+7 მოხსნა), ჯეტერი (8), კორნიენკო (6), ლიპოვი (3), ნატიაჟკო (2) - სტარტი; ზაიცევი (16+6 მოხსნა), მიშულა (9+4 პასი), კრავცოვი (2+5 მოხსნა+4 დაფარება), ზაბირჩენკო (1), პუსტოზვონოვი (0).
ორქულიანები: 16/44 (36,4%) - 9/29 (31%)
სამქულიანები: 7/17 (41,2%) - 10/22 (45,6%)
საჯარიმოები: 4/7 (57,1%) - 10/17 (58,8%)
მოხსნები: 38-32. პასები: 12-14. შეცდომები: 15-15
გადამწყვეტი მომენტი: საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე ოლექსანდრ გლადირმა სამქულიანი ჩააგდო და აქედან დაიწყო მატჩის ბედის შემოტრიალება.
მატჩის გმირი: პუჰ ჯეტერს შეტევაში განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია (8 ქულა დააგროვა), თუმცა მისმა ფარქვეშ შესვლამ მოუტანა უკრაინას გამარჯვება.
სტატისტიკა არ ტყუის: მეოთხე მეოთხედში ბელგიამ 12-დან მხოლოდ 4 ბურთი მოათავსა კალათში და ვერც ერთი სამქულიანი ვერ ჩააგდო; უკრაინამ კი ბოლო 10-წუთეულში ექვსიდან სამი შორეული ტყორცნა გამოიყენა.
ბელგია თითქმის მთელი მატჩი წინ იყო. მან ორჯერ მოახერხა გაქცევა: 12:1 და 7:0 და სხვაობამ 13 ქულას მიაღწია. ამის შემდეგ ბელგიელები სტაბილურად ინარჩუნებდნენ 10-ქულიან უპირატესობას. მეოთხე მეოთხედის სტარტზე ისინი 50:40-ს იგებდნენ და კატასტროფას თითქოს არაფერი მოასწავებდა, მაგრამ უკრაინამ სწორედ ამ დროს მოაწყო 9:2 გაქცევა.
მაგრამ ეს ჯერ არ იყო მოგება: წუთითა და 41 წამით ადრე ბელგია წინ იყო - 57:55, მაგრამ ამის შემდეგ ქულა ვეღარ აიღო. ბოლო წამების გმირი კი ვიაჩესლავ კრავცოვი და ჯეტერი გახდნენ - პირველმა საჭირო მომენტში ბლოკი შეასრულა, ამერიკელმა კი ჩაჭრა და ბოლო ზუსტი ტყორცნა მიითვალა.
საფრანგეთი-გერმანია 74:80
14:27, 25:16, 17:14, 18:23
ს: პარკერი (18+4 პასი), ჟელაბალი (11+3 ჩაჭრა), ბატუმი (9+5 მოხსნა+5 პასი), დიაო (7+5 პასი), აჟინკა (6+4 შეცდომა) - სტარტი; დე კოლო (9), დიო (8), ლოვერნი (4), ფ. პიეტრუსი (2), პეტრო (0), ერტელი (0).
გ: ბენცინგი (19), შტაიგერი (14+4 შეცდომა), გიფი (14+5 მოხსნა), შაფარციკი (12+11 პასი), პლიაისი (11+7 მოხსნა) - სტარტი; ზირბესი (4), ზიფერტი (2), ცვაინერი (2+5 მოხსნა), გიუნტერი (2), კინგი (0), ტადა (0), დორტე (0).
ორქულიანები: 19/30 (63,3%) - 22/37 (59,5%)
სამქულიანები: 9/25 (36%) - 9/15 (60%)
საჯარიმოები: 9/15 (60%) - 9/14 (64,3%)
მოხსნები: 18-29. პასები: 15-13. შეცდომები: 13-18
B ჯგუფი
ლატვია-ბოსნია 86:75
20:20, 23:13, 19:24, 24:18
ლ: იანიჩენოკსი (12+4 პასი), სტრელნიექსი (9+9 პასი), მეიერსი (6), ბერძინსი (6), ბლუმსი (3+6 მოხსნა) - სტარტი; ფრეიმანისი (24), კუკსიკსი (13), ბერტანში (9), მეიერისი (4+5 მოხსნა), სელაკოვსი (0+5 მოხსნა), სკელე (0).
ბ: ჯედოვიჩი (19+5 მოხსნა+6 ჩაჭრა), ტელეტოვიჩი (18+8 მოხსნა), კიკანოვიჩი (16+7 მოხსნა), რაიტი (12+8 მოხსნა), სუტალო (5) - სტარტი; მაშიჩი (2), გორდიჩი (2), ბავჩიჩი (0).
ორქულიანები: 23/37 (62,2%) - 21/51 (41,2%)
სამქულიანები: 11/29 (37,9%) - 2/15 (13,3%)
საჯარიმოები: 7/10 (70,0%) - 27/32 (84,4%)
მოხსნები: 39-35. პასები: 20-4. შეცდომები: 14-7
გადამწყვეტი მომენტი: ლატვიამ მეტოქეს მნიშვნელოვანი დარტყმა მეორე მეოთხედში მიაყენა, როცა 16-დან 10 ტყორცნა მოათავსა კალათში.
მატჩის გმირი: როლანდს ფრეიმანისი დომინირებდა მეორე მეოთხედში, როცა ცხრიდან რვა ტყორცნა მოათავსა კალათში და 16 ქულა დააგროვა.
სტატისტიკა არ ტყუის: ბოსნიას არ გამოუვიდა გუნდური თამაში - მხოლოდ 4 შედეგიანი პასი ჰქონდა, ლატვიამ კი 20 გადაცემა დააგროვა.
ეს იყო დღის ერთ-ერთი მთავარი მოულოდნელობა. თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ ლატვიამ ბრწყინვალე მეორე მეოთხედი ჩაატარა.
ბოსნიელთა ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ პირველ ტაიმში ქულა ვერ აიღო "ბრუკლინ ნეტსის" მოთამაშემ მირზა ტელეტოვიჩმა. მართალია, მეორე ნახევარში მან 18 ქულა მოიპოვა და ამას 8 მოხსნაც დაუმატა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის.
ბოლო მეოთხედის წინ ბოსნიამ ხუთ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ მეოთხე 10-წუთეულის სტარტზე ექვსიდან მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდო და ვეღარ დაეწია მეტოქეს.
მაკედონია-ჩერნოგორია 80:81
24:25, 22:20, 21:19, 13:17
მ: მაკალები (23), დ. სტოიანოვსკი (19+5 მოხსნა), ანტიჩი (8+6 მოხსნა+4 პასი+5 შეცდომა), ვ. სტოიანოვსკი (8), სამარძინსკი (4+6 მოხსნა) - სტარტი; ილიევსკი (10+5 პასი), გეჩევსკი (8+5 მოხსნა), ჩეკოვსკი (0).
ჩ: რაისი (16+5 პასი+4 ჩაჭრა), სუად შეჰოვიჩი (16), ა. პოპოვიჩი (3), დაშიჩი (6+5 მოხსნა), დუბლიევიჩი (4+6 მოხსნა) - სტარტი; ბიელიცა (12), სეად შეჰოვიჩი (11), ვუჩევიჩი (9), ივანოვიჩი (2).
ორქულიანები: 21/42 (50,0%) - 19/41 (46,3%)
სამქულიანები: 10/21 (47,6%) - 7/20 (35,0%)
საჯარიმოები: 8/12 (66,7%) - 22/28 (78,6%)
მოხსნები: 33-37. პასები: 15-9. შეცდომები: 13-10
გადამწყვეტი მომენტი: ჩერნოგორია წაგებას ტაირის რაისის ზუსტმა საჯარიმოებმა გადაარჩინა - ნატურალიზებულმა ამერიკელმა ოთხი უმნიშვნელოვანესი ქულა მოუტანა თავის გუნდს.
მატჩის გმირი: მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, რაისია, რომელმაც 16 ქულა და ხუთი შედეგიანი პასი მიითვალა. აქედან 10 ქულა ბოლო 1:44 წუთზე მოდის.
სტატისტიკა არ ტყუის: მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩერნოგორიის სათადარიგოთა სკამმა, რომელმაც 22 ქულა მიითვალა, მაკედონიელთა რეზერვის მონაგარი კი 9 ქულა იყო.
თამაშის ძირითადი ნაწილი ქულა-ქულაში მიდიოდა. ბო მაკალებმა თავიდან შვიდი ქულა აიღო, რასაც ჩერნოგორიამ რვა ქულით უპასუხა, საიდანაც შვიდი სუად სეჰოვიჩს ეკუთვნოდა. მეორე მეოთხედში იყო მომენტი, როცა ჩერნოგორიელებმა ცხრა უპასუხო ქულა ჩააგდეს, თუმცა იმავე მაკალების წყალობით, მაკედონია თამაშში დარჩა.
შემდეგ გუნდებმა სპურტები გაცვალეს: ჯერ 6:0 ჩერნოგორია გაიქცა, შემდეგ კი 14:2 გაქცევა ჰქონდა მაკედონიას და მან ერთი ქულით მოიგო ტაიმი.
ამის შემდეგ ვერც ერთმა გუნდმა ვერ მიაღწია გადამწყვეტ უპირატესობას, თუმცა უფრო ახლოს გამარჯვებასთან მაკედონია იყო და მოიგებდა კიდეც, რაისს ბოლოსკენ რომ არ ეყოჩაღა.
სერბეთი-ლიტვა 63:56
20:10, 13:17, 18:14, 12:15
ს: ნენად კრსტიჩი (20+9 მოხსნა), ნედოვიჩი (14+5 მოხსნა), ბოგდანოვიჩი (5), მარკოვიჩი (2+5 მოხსნა), გაგიჩი (0) - სტარტი; ბიელიცა (13+8 მოხსნა), კატიჩი (6), ანჯუშიჩი (3), მიჩიჩი (0), კალინიჩი (0).
ლ: კალნიეტისი (17), სეიბუტისი (8), კლეიზა (8), მაჩიულისი (6), იავტოკასი (0) - სტარტი; დ. ლავრინოვიჩი (12+6 მოხსნა), ვალანჩუნასი (2), კ. ლავრინოვიჩი (2), კუზმინსკასი (1), პოჩიუსი (0), დელინინკაიტისი (0), მოტეიუნასი (0).
ორქულიანები: 18/45 (40,0%) - 16/35 (45,7%)
სამქულიანები: 5/17 (29,4%) - 6/22 (27,3%)
საჯარიმოები: 12/18 (66,7%) - 6/12 (50,0%)
მოხსნები: 42-36. პასები: 9-8. შეცდომები: 11-12
C ჯგუფი
საქართველო-პოლონეთი 84:67
20:14, 19:8, 16:15, 29:30
ესპანეთი-ხორვატია 68:40
24:9, 9:11, 16:17, 19:3
ე: ფერნანდესი (15+8 მოხსნა), მარკი (14+11 მოხსნა+4 შეცდომა), კალდერონი (13), რუბიო (7+7 პასი), კლავერი (0+5 მოხსნა) - სტარტი; როდრიგესი (5), ლიული (5), მუმბრუ (4), სან ემეტერიო (3), აგილარი (2), რეი (0).
ხ: ბოგდანოვიჩი (12+7 მოხსნა), ზორიჩი (8), უკიჩი (7+7 მოხსნა), სიმონი (3+5 მოხსნა), მარკოტა (0) - სტარტი; შარიჩი (4), ტომიჩი (3+5 მოხსნა), რუდეჟი (3), დრეიპერი (0+4 შეცდომა), დელასი (0).
ორქულიანები: 14/33 (42,4%) - 13/42 (31,0%)
სამქულიანები: 8/19 (42,1%) - 2/17 (11,8%)
საჯარიმოები: 16/23 (69,6%) - 8/12 (66,7%)
მოხსნები: 41-38. პასები: 14-5. შეცდომები: 12-13
გადამწყვეტი მომენტი: ხორვატია ამ მატჩში მხოლოდ ერთხელ იყო წინ, როცა ორი ქულით (5:3) გაასწრო მეტოქეს, მაგრამ ამის შემდეგ იყო პირინეელთა 15:0 გაქცევა. აღსანიშნავია კიდევ ერთი მომენტი - მეოთხე მეოთხედში შვიდი წუთის განმავლობაში ხორვატიამ ქულა ვერ აიღო.
მატჩის გმირი: მარკ გასოლი ორმაგი დუბლით - 14 ქულა და 11 მოხსნა.
სტატისტიკა არ ტყუის: ხორვატიამ საშინლად ისროლა თამაშიდან და საჯარიმოს ხაზიდან, ხოლო ნამდვილი კატასტროფა იყო ბოლო მეოთხედში დაგროვებული სამი ქულა.
ჩეხეთი-სლოვენია 60:62
19:21, 13:15, 14:15, 14:11
ჩ: ვესელი (17+7 მოხსნა+3 დაფარება), სატორანსკი (12+4 პასი), ბარტონი (9), პუმპრლა (5+5 მოხსნა+4 პასი), იელინეკი (2) - სტარტი; ბენდა (4+6 მოხსნა), პ. ჰოუშკა (4), უელში (3+5 მოხსნა+5 პასი), ბალვინი (2), ჰრუბანი (2).
ს: ბალაჟიჩი (11+8 მოხსნა), ვიდმარი (9+6 მოხსნა) ბლაჟიჩი (9), გ. დრაგიჩი (8+9 პასი+6 შეცდომა), მურიჩი (0) - სტარტი; ნახბარი (9+5 მოხსნა), ბეგიჩი (8+8 მოხსნა+3 დაფარება), დ. ლორბეკი (5), ზ. დრაგიჩი (3+6 მოხსნა), იოკსიმოვიჩი (0).
ორქულიანები: 24/57 (42,1%) - 17/41 (41,5%)
სამქულიანები: 2/10 (20%) - 5/23 (21,7%)
საჯარიმოები: 6/15 (40%) - 13/24 (54,2%)
მოხსნები: 41-48. პასები: 17-13. შეცდომები: 12-12
D ჯგუფი
თურქეთი-ფინეთი 55:61
8:10, 11:22, 19:17, 17:12
თ: თურქოგლუ (8), აშიქი (4+6 მოხსნა), ილიასოვა (3+6 მოხსნა), ჩეთინი (2), გიულერი (0) - სტარტი; არსლანი (12+5 პასი), გიონლუმი (11+7 მოხსნა), ერდენი (8), პრელჯიჩი (7+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), ბალბაი (0), სავაში (0).
ფ: კოპონენი (12+9 მოხსნა), სალინი (12), ჰუფი (8+5 მოხსნა), ლი (3), კოტი (2+5 მოხსნა) - სტარტი; ჰაანპია (9), მოტოლა (6), მუურინენი (6+5 მოხსნა), რანიკო (3) კოივისტო (0), აჰონენი (0)
ორქულიანები: 15/38 (39,5%) - 8/30 (26,7%)
სამქულიანები: 4/22 (18,2%) - 11/31 (35,5%)
საჯარიმოები: 13/24 (54,2%) - 12/19 (63,2%)
მოხსნები: 47-39. პასები: 13-12. შეცდომები: 14-14
გადამწყვეტი მომენტი: თურქეთმა 19-ქულიანი ჩამორჩენის შემდეგ 19:2 გაქცევა მოახერხა და ხუთ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს. სწორედ ამ დროს ფინეთს მშველელად მოევლინა სასუ სალინი, რომლის სამქულიანმა დიდწილად გადაწყვიტა მატჩის ბედი.
მატჩის გმირი: პეტერი კოპონენი 12 ქულით თავისი გუნდის ლიდერი იყო. მან აგრეთვე 9 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა.
სტატისტიკა არ ტყუის: ფინეთმა ძალიან კარგად ითამაშა დაცვაში: თურქეთმა თამაშიდან ტყორცნების 31.7 პროცენტი ჩააგდო (მათ შორის, სამქულიანები - 18.2). სკანდინავიელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა სამქულიანების კარგმა რეალიზაციამ (31-დან 11).
ათასამდე გულშემატკივრის მხარდაჭერით გამხნევებულმა ფინეთის ნაკრებმა თითქმის მთელი მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და თავის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია.
ორივე გუნდმა სტარტზე ინერვიულა, განსაკუთრებით, თურქეთმა, რომელმაც თამაშიდან პირველი ცხრა ტყორცნა ააცილა. ექვსნახევარმა წუთმა ისე ჩაიარა, რომ ფავორიტს ქულა არ ჰქონდა აღებული, ფინეთი კი 5:0 დაწინაურდა, პირველი მეოთხედი კი 10:8 მოიგო.
მეორე მეოთხედში ფინელებს სამქულიანები წაუვიდათ - ოთხი ზუსტი შორეული ტყორცნის წყალობით, ისინი 16:2 გაიქცნენ და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდნენ - 31:29.
სამქულიანებით დაბომბვა მესამე მეოთხედში გაგრძელდა - კიდევ სამი ზუსტი გასროლით სხვაობამ მაქსიმუმს მიაღწია - 47:28. თუმცა თურქები არ დაიბნენ და ამავე 10-წუთეულში დაიტოვეს მატჩის გადარჩენის შანსი. მესამე მეოთხედი მათი 10:2 გაქცევით დასრულდა, სპურტი კი მეოთხე მეოთხედში გაგრძელდა და მალე სხვაობა ხუთ ქულამდე დავიდა - 47:52. სწორედ ამ დროს ჩააგდო სალინმა უკვე ნახსენები სამქულიანი; შეხვედრის ბოლოს კი მან საბოლოოდ გაიფორმა მატჩის გმირის სტატუსი, როცა 57:55-ზე, ერთ შეტევაში თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. ეს საფინალო სირენამდე 10 წამით ადრე მოხდა.
შვედეთი-საბერძნეთი 51:79
13:15, 8:24, 14:20, 16:20
შ: ტეილორი (16), ჟერებკო (8), კიელბომი (2+5 მოხსნა) გრანტი (2), ტ. მასამბა (0+4 შეცდომა) - სტარტი; პიტა (7), სკიოდებრანდი (5), ჰაკანსონი (3), ა. გადეფორსი (3), ვ. გადეფორსი (3), ბ. მასამბა (2), რაში (0).
ს: სპანულისი (13+4 შეცდომა), მავროკეფალიდისი (8+9 მოხსნა), ბრამოსი (3), პაპანიკოლაუ (2), პრინტეცისი (2) - სტარტი; ბურუსისი (12+6 მოხსნა), სლუკასი (10+4 შეცდომა), პერპეროგლუ (9), ფოცისი (7), ზისისი (6), კაიმაკოგლუ (4), კავადასი (3).
ორქულიანები: 11/35 (31,4%) - 21/32 (65,6%)
სამქულიანები: 7/15 (46,7%) - 6/15 (40%)
საჯარიმოები: 8/16 (50%) - 19/33 (57,6%)
მოხსნები: 19-41. პასები: 7-13. შეცდომები: 17-18
გადამწყვეტი მომენტი: ამ მატჩში გამარჯვებულ გუნდს არ ჰქონია კრიტიკული მომენტი. ტეილორის ზედიზედ რვა ქულით შვედეთმა 8:2 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ ამას მოჰყვა ბერძნების გაქცევა - 27:7, რამაც გადაწყვიტა მატჩის ბედი.
მატჩის გმირი: იანის ბურუსისს განსაკუთრებული სტატისტიკა არ ჰქონია (12 ქულა+6 მოხსნა+1 დაფარება), მაგრამ სწორედ მისმა რვა ქულამ მეორე მეოთხედის სტარტზე საფუძველი ჩაუყარა მისი გუნდის გაქცევას.
სტატისტიკა არ ტყუის: საბერძნეთმა თამაშიდან 57.4 პროცენტის სიზუსტით ისროლა და დაჩაგრა მეტოქე მოხსნებში: შვედეთმა თამაშიდან 36 პროცენტი ჩააგდო და მხოლოდ შვიდი შედეგიანი გადაცემა ჰქონდა.
რუსეთი-იტალია 69:76
18:25, 11:17, 13:14, 27:20
რ: შვედი (17+5 პასი), მონია (13+5 მოხსნა+3 დაფარება), ვორონოვი (5), კარასიოვი (3), სოკოლოვი (2) - სტარტი; ფრიძონი (12+4 პასი+3 ჩაჭრა), ანტონოვი (8), პონკრაშოვი (6), ვალიევი (2), სავრასენკო (0), ხვოსტოვი (0), კულაგინი (0).
ი: დატომე (25+8 მოხსნა+4 შეცდომა), ბელინელი (16+5 პასი+4 შეცდომა), არადორი (13+5 მოხსნა), დინერი (6+4 პასი), კაზინი (6+9 მოხსნა+2 დაფარება) - სტარტი; ჯენტილე (8), მელი (2), ვიტალი (0), ჩინჩარინი (0), პოეტა (0), როსელი (0), მაგრო (0).
ორქულიანები: 12/35 (34,3%) - 20/38 (52,6%)
სამქულიანები: 11/27 (40,7%) - 7/19 (36,8%)
საჯარიმოები: 12/19 (63,2%) - 15/21 (71,4%)
მოხსნები: 30-37. პასები: 14-15. შეცდომები: 13-16
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-პოლონეთი 84:67 - ქართული "ჰოთ დოგი" [VIDEO]