2017 წელს მუნდიალი ჩინეთში ჩატარდება და იქ მოხვედრის მსურველი ნაკრებები შესარჩევ ტურნირში მომავალი წლის ნოემბრიდან ჩაერთვებიან. მათ შორის იქნება საქართველოს ნაკრებიც.
მსოფლიოს ჩემპიონატამდე 1000 დღით ადრე ჩინელებმა შეჯიბრების ელჩად ლეგენდა იაო მინი დაასახელეს. შეგახსენებთ, რომ 229 სმ სიმაღლის ჩინელი NBA-ს დიდების დარბაზშია შესული. მან კარიერა "ჰიუსტონ როკეტსში" გაატარა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"