კრის პოლი - ორი თვე თამაშგარეთ

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს კლიპერსის" გამთამაშებელს კრის პოლს ექვსი-რვა კვირის გამოტოვება მოუწევს იმ ტრავმის გამო, რომელიც ორი დღის წინ, "ოკლაჰომასთან" მატჩში მიიღო. ერთ-ერთი სათამაშო ეპიზოდის დროს, პოლმა მარცხენა ხელის ცერა თითი დაიზიანა. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, თითი მოტეხილი არ არის, მაგრამ მყესებია გაწყვეტილი, ამიტომაც საჭიროა სასწრაფრო ქირურგიული ჩარევა.

მიმდინარე სეზონში, პოლი საშუალოდ მატჩში 17.5 ქულას, 5.3 მოხსნასა და 9.7 შედეგიან გადაცემას აგროვებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული