Gangsta "გოლდენ სტეიტი": 10 წლის წინ "უორიორზში" მარიხუანა მოსული იყო

AutoSharing Option
NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა სტივენ ჯექსონმა განაცხადა, რომ 10 წლის წინ, "გოლდენ სტეიტის" შემადგელობაში თამაშისას, უშუალოდ მატჩების დაწყებამდე ეწეოდა მარიხუანას.

"სიმართლეს ვიტყვი. იყო რამდენიმე მატჩი, რომლის წინ მარიხუანა მოვწიე და შემდეგ ძალიან მაგრად ვითამაშე. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, საკუთარ თავს ვამშვიდებდი, რადგან ძალიან აღგზნებული ვიყავი. ერთხელ სამჯერ ბურთი ისე ვისროლე, რომ ის ფარს გადააფრინდა. ასეთ დროს მესმოდა, რომ რაღაცნაირად თავი წესრიგში უნდა მომეყვანა.

ერთხელ, ბოლო ტესტი ჩავაბარეთ ნარკოტიკებზე, რის შემდეგაც, მე და ბაირონ დევისი გასახდელიდან გამოვარდით და ვყვიროდით, რომ სეზონის ბოლომდე უპრობლემოდ
შეგვეძლო ნარკოტიკების მიღება.

ჩვენმა მწვრთნელმა დონ ნელსონმა შესანიშნავად იცოდა, რასაც აკეთებდნენ მისი ბიჭები მოედნის მიღმა. შესანიშნავი იყო. ყველას მოგვწონდა და ამიტომაც ვიყავით სუპერგუნდი", -განაცხადა ჯექსონმა ESPN-თან კომენტარში.

სტივენ ჯექსონს უთამაშია "ნიუ ჯერსიში", "სან ანტონიოში", "ატლანტაში", "ინდიანაში", "გოლდენ სტეიტში", "მილუოკიში", "შარლოტსა" და "კლიპერსში". მისი 14-წლიანი კარიერის საშუალო სტატისტიკაა: 15.1 ქულა, 3.9 მოხსნა და 3.1 შედეგიანი პასი.

ვინ მიდის ბოსტონში?
ორი საინტერესო ჭორი ვრცელდება "ბოსტონ სელტიქსთან" დაკავშირებით. კერძოდ, გაზეთი Boston Globe სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თუ "კელტების" ხელმძღვანელობა "ნიუ იორკ ნიქსს" მოელაპარაკება კარმელო ენტონის გადაბირებაზე, მაშინ ეს კალათბურთელი არ დაადებს ვეტოს თავის ტრეიდს, რისი უფლებაც მოქმედი კონტრაქტით აქვს მინიჭებული და "ბოსტონში" გადავა სათამაშოდ.

როგორც იტყობინებიან, კარმელოსთან მუშაობის სურვილი აქვს "სელტიქსის" მთავარ მწვრთნელს ბრედ სტივენსს, თუმცა, მეორეს მხრივ, ენტონის ხილვა არ სურს საკუთარ გუნდში ბოსტონელთა გენერალურ მენეჯერს დენი ეინჯს.

რაც შეეხება მეორე ჭორს, მას ავრცელებს გაზეთი Chicago Tribune. თურმე "სელტიქსში" შეიძლება აღმოჩნდეს "ჩიკაგო ბულზის" ერთ-ერთი ლიდერი ჯიმი ბატლერი. სხვათა შორის, 2016 წლის ივნისში, "ბოსტონისა" და "ჩიკაგოს" ხელმძღვანელები უკვე აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს გაცვლაზე, რომლის მიხედვითაც, "ბულზი" ბატლერის სანაცვლოდ მიიღებდა ჯეი კრაუდერს, მარკუს სმარტსა და 2017 და 2018 დრაფტების პირველ რაუნდში არჩევის უფლებას.

ცოტა ხნის წინ, ბატლერი ლიდერის არასაკმარისი თვისებების გამო გააკრიტიკეს თანაგუნდელებმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სულ გააფრინეთ არა? რეკლამას უკეთებთ მარიხუანას? წიგნებს გაუკეთეთ რეკლამა. სულ გადავგვარდით. არ გინდათ ესეთი სისულელების წერა. არაააააააა...
0

სიახლეები პოპულარული