უესტბრუკმა გაიმეორა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის რეკორდი - ხუთი სამმაგი დუბლი შეასრულა სეზონში, როცა შედეგიანობა 40 ქულას აღწევდა. ადრე, "40-ქულიანი" ხუთი სამმაგი დუბლი ერთ სეზონში ჰქონდათ ოსკარ რობერტსონსა (1963-64) და ჯეიმს ჰარდენს წლევანდელ სეზონში.
გარდა ამისა, უესტბრუკი მესამე მოთამაშეა ისტორიაში, ვინც ერთ სეზონში 30 სამმაგი დუბლი შეაგროვა. ადრე ასეთი
საინტერესოა, რომ "ოკლაჰომამ" "იუტასთან" მატჩში პირველი 12 სამქულიანიდან ყველა ჩააგდო. ამ 12 ზუსტი ტყორცნიდან ოთხ-ოთხი უესტბრუკსა და დაგ მაკდერმოტისა იყო.
* * *
გუშინ, კიდევ ერთი ტრიპლ-დაბლი შეასრულა "დენვერის" ლეგიონერმა ნიკოლა იოკიჩმა. მან 19 ქულა ჩააგდო, რასაც დაუმატა 16 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი. ეს მისი მესამე სამმაგი დუბლია კარიერაში. "ნაგეტსმა" 125:107 გაანადგურა "ჩიკაგო", რომელმაც შეწყვიტა ოთხმატჩიანი მოგებათა სერია.
* * *
"დეტროიტმა" მძიმე გამარჯვება მოიპოვა "პორტლენდთან" მატჩში. მასპინძლებმა ოვერტაიმში მოიგეს - 120:113, არადა, ძირითადში გამარჯვება შეეძლო, მაგრამ "პორტლენდი" გადაარჩინა დამიენ ლილარდის ზუსტმა ტყორცნამ სირენამდე 2.9 წამით ადრე.
"მემფისმა" გაანადგურა "ფინიქსი" - 130:112. ეს იყო "სანზის" ზედიზედ მესამე წაგება, აგრეთვე ბოლო ექვს მატჩში მეხუთე მარცხი. "ფინიქსი" რჩება დასავლეთი კონფერენციის ყველაზე სუსტ გუნდად.
ასევე უჭირთ ბოლო დროს "შარლოტსა" და "ლეიკერსს". მათი გუშინდელი მატჩი ლოს ანჯელესში სტუმრებმა მოიგეს - 109:104. კალიფორნიელებისთვის ეს იყო ზედიზედ მეხუთე წაგება, "შარლოტმა" კი მხოლოდ მეორე მატჩი მოიგო ბოლო რვაში.
ვაშინგტონი-გ. სტეიტი 112:108
40:26, 21:23, 24:36, 27:23
ვ: ბილი (25), მარკიფ მორისი (22+4 დაფარება), ბოგდანოვიჩი (16), პორტერი (14+8 მოხსნა), უოლი (12+19 პასი), გორტატი (12+12 მოხსნა).
გ-ს: კარი (25+7 მოხსნა), ტომპსონი (16), გრინი (14+8 მოხსნა+14 პასი), ლივინგსტონი (14), ფაჩულია (12+8 მოხსნა).
დეტროიტი-პორტლენდი 120:113 (ო)
19:27, 25:22, 31:30, 34:30, 11:4
დ: მარკუს მორისი (37+8 მოხსნა+6 პასი), დრამონდი (19+15 მოხსნა), კოლდუელ-პოუპი (16), სმიტი (12+7 პასი+7 ჩაჭრა), ჰარისი (11), ჯექსონი (10).
პ: ლილარდი (34+11 მოხსნა+9 პასი), მაკალუმი (25), ნურკიჩი (19+7 მოხსნა), კრები (13), ჰარკლესი (8+10 მოხსნა).
ჩიკაგო-დენვერი 107:125
25:22, 34:34, 24:35, 24:34
ჩ: რონდო (19), უეიდი (19+6 პასი), პორტისი (12), ლოპესი (10).
დ: გალინარი (22), ჩენდლერი (20), იოკიჩი (19+16 მოხსნა+10 პასი), ჰარისი (15), ბარტონი (15+8 მოხსნა), მიურეი (14), ნელსონი (12).
მემფისი-ფინიქსი 130:112
25:27, 30:29, 38:29, 37:27
მ: კონლი (29+8 პასი), მ. გასოლი (28+7 მოხსნა), რენდოლფი (23+8 მოხსნა), ალენი (11), ენისი (10).
ფ: ბლედსოუ (20+8 პასი), უორენი (17), ლენი (12), კრისი (11), უილიამსი (11).
ოკლაჰომა-იუტა 109:106
31:25, 30:28, 25:22, 23:31
ო: უესტბრუკი (43+11 მოხსნა+10 პასი), მაკდერმოტი (16), კანტერი (15+9 მოხსნა), აბრინესი (11).
ი: ჰეივორდი (19), ჰუდი (18), ჯორჯ ჰილი (15+8 პასი), გობერი (13+10 მოხსნა), ბერკსი (13), ჯონსონი (13).
ლეიკერსი-შარლოტი 104:109
31:27, 24:31, 27:22, 22:29
ლ: რასელი (23+9 პასი), რენდლი (23+18 მოხსნა+6 პასი), კლარკსონი (16), იანგი (15), ბლეკი (11).
შ: უოკერი (30+7 პასი), კამინსკი (24+11 მოხსნა), მარვ. უილიამსი (16), კიდ-გილკრისტი (10).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"