NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ჰარდენი-ჯეიმსი 38:30

AutoSharing Option
გუშინდელი დღის მთავარი დუელი "ჰიუსტონისა" და "კლივლენდის" ლიდერებმა - ჯეიმს ჰარდენმა და ლებრონ ჯეიმსმა მოაწყვეს და მასში გამარჯვებული ჰიუსტონელი გამოვიდა. ჰარდენმა 38 ქულა, 10 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა და სეზონში მე-16 სამმაგი დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ნაყოფიერი იყო წვეროსანი მესამე მეოთხედში, რომელშიც 11 ქულა დააგროვა და გააბათილა პირველი ტაიმის შემდეგ, "კლივლენდის" ცხრაქულიანი უპირატესობა.

"ჰიუსტონმა" ამ სეზონში ორივე მატჩი მოუგო "კლივლენდს", რომელსაც ბოლო ხუთ მატჩში ოთხი წაგება დაუგროვდა.

* * *
"ბოსტონმა" 13:0 გაქცევით დაიწყო შეხვედრა "ჩიკაგოსთან" და არ გასჭირვებია
თამაშის მოგებამდე მიყვანა. "სელტიქსმა" პირველ მეოთხედში მეტოქეს მხოლოდ ცხრა ქულა დააგროვებინა, პირველ ტაიმში - 26. დიდი შესვენებისთვის "ბოსტონის" უპირატესობა უკვე 20 ქულა იყო. "ჩიკაგოს" ზედიზედ ხუთმატჩიანი წაგებათა სერია აქვს, რაც პირველად მოხდა ამ სეზონში.

"ბულზის" ლიდერებმა - ჯიმი ბატლერმა და დუეინ უეიდმა, რომლებიც ერთად სეზონში საშუალოდ 42.6 ქულას აგროვებენ, 22-დან ექვსი ტყორცნა ჩააგდეს და შესაბამისად, ხუთი და რვა ქულა დააგროვეს.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ "ინდიანას" "მაიამისთან" ბოლო 25 მატჩიდან 21 ჰქონდა წაგებული, შეძლო გუშინ ფლორიდელების დამარცხება - 102:98.

"ინდიანამ" პირველი მეოთხედი 10 ქულით მოიგო, თუმცა შემდეგ, მაიამელებმა ორჯერ შეძლეს წინ გასვლა და ახლოს იყვნენ მოგებასთან. "პეისერსს" უშველა საფინიშო სპურტმა, როცა მასპინძლებმა ზედიზედ შვიდი ქულა დააგროვეს.

"მაიამის" წაგებას აქვს გამართლება - მას აკლდა ამ სეზონში მისი საუკეთესო ბომბარდირი გორან დრაგიჩი.

* * *
"ნიუ იორკი" იქამდე მივიდა, რომ წააგო გუნდთან, რომელსაც 2017 წელს, შინ შეხვედრა არ ჰქონდა მოგებული. "ბრუკლინმა" ნავსი გუშინ გატეხა და შეწყვიტა 16-მატჩიანი წაგებათა საშინაო სერია.

"ბრუკლინმა" პირველი მეოთხედი 13 ქულით მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი 18-ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. შესვენების შემდეგ, მასპინძლებმა ორივე მეოთხედი წააგეს, მაგრამ "ნიუ იორკი" ხუთ ქულაზე ახლოს ვერ მივიდა მეტოქესთან.


"ნიუ იორკისთვის" ეს იყო ზედიზედ მესამე წაგება და მეხუთე ბოლო ექვს მატჩში.
გუშინ, "ნიქსისთვის" ერთადერთი პოზიტიური მომენტი იყო კარმელო ენტონის მიღწევა. ის გახდა "ნიუ იორკის" ისტორიაში მეშვიდე კალათბურთელი, რომელმაც 10 ათასი ქულა დააგროვა. მას აგრეთვე 13970 ქულა აქვს აღებული "დენვერის" შემადგენლობაში. ასე რომ, ქარიმ-აბდულ ჯაბარისა და ელვინ ჰეიესის შემდეგ, ენტონია მესამე მოთამაშეა ისტორიაში, ვისაც ორი გუნდის შემადგენლობაში აქვს აღებული 10 ათასი ქულა.

* * *
დამიენ ლილარდმა და სი ჯეი მაკალუმმა ერთად 65 ქულა დააგროვეს და "პორტლენდს" "ფინიქსთან" 110:101 მოაგებინეს. მაკალუმმა თავისი 24 ქულიდან 10 მეოთხე მეოთხედში აიღო, მათ შორის, შვიდი 13:5 გაქცევისას, რომელმაც გადაწყვიტა მატჩის ბედი.

ასე რომ, "ბლეიზერსმა" დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა დიდი უპირატესობა და არ გაიმეორა წინა დღის ისტორია, როცა 21 ქულით უგებდა შინ "ვაშინგტონს", მაგრამ 124:125 წააგო.

* * *
დარიო შარიჩმა 29 ქულით კარიერის პირადი რეკორდი დაამყარა და "ფილადელფიამ" შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია. ხორვატის ანგარიშზე, აგრეთვე, შვიდი მოხსნა და ხუთი შედეგიანი პასი იყო.

"სიქსერზი" მატჩის დიდი ნაწილი ლიდერობდა და ბოლო მეოთხედის სტარტისთვის მისი უპირატესობა 11 ქულამდე ავიდა. მიუხედავად ამისა, "ლეიკერსმა" აღადგინა თანაფარდობა და წინ გასვლაც შეძლო, მაგრამ ბოლოს, ტი ჯეი მაკონელმა გამარჯვების ტყორცნა ჩააგდო "ფილადელფიასთვის".

ბოსტონი-ჩიკაგო 100:80
22:9, 24:17, 30:31, 24:23
ბ: ტომასი (22), ბრედლი (17), ჰორფორდი (12+7 მოხსნა+6 პასი), სმარტი (12), ბრაუნი (11), ოლინიკი (11+9 მოხსნა), კრაუდერი (5+10 მოხსნა).
ჩ: ლოპესი (13), ვალენტაინი (13), პორტისი (12+8 მოხსნა), ფელისიო (10).

ბრუკლინი-ნიუ იორკი 120:112
39:26, 28:23, 24:31, 29:32
ბ: ლოპესი (25), ჰოლის-ჯეფერსონი (14+11 მოხსნა), ბუკერი (14+9 მოხსნა), ლინი (13), ლევერტი (13), ეისი (12), უაიტჰედი (10).
ნ-ი: ენტონი (27+7 მოხსნა), პორზინგისი (19+10 მოხსნა+5 დაფარება), როუზი (17), ლი (15), ტომასი (13), ერნანგომესი (6+10 მოხსნა).

ინდიანა-მაიამი 102:98
32:22, 28:31, 23:22, 19:23
ი: ჯორჯი (28+10 მოხსნა), ტერნერი (15+8 მოხსნა), იანგი (13), ტიგი (12).
მ: უაიტსაიდი (26+21 მოხსნა), უეიტერსი (20+8 მოხსნა+6 პასი), ელინგტონი (19), ჯ. ჯონსონი (14).

ფინიქსი-პორტლენდი 101:110
18:33, 32:33, 29:16, 22:28
ფ: ბუკერი (28), ბლედსოუ (19), უილიამსი (12+10 მოხსნა), უორენი (10), იულისი (10+6 პასი).
პ: ლილარდი (39), მაკალუმი (26), ნურკიჩი (12+11 მოხსნა), ამინუ (9+12 მოხსნა).

ჰიუსტონი-კლივლენდი 117:112
33:26, 25:41, 32:19, 27:26
ჰ: ჰარდენი (38+10 მოხსნა+11 პასი), ანდერსონი (16), ბევერლი (13), გორდონი (13), ნენე (12), არიზა (12+7 მოხსნა), კაპელა (8+11 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (30+7 მოხსნა), ირვინგი (28+8 პასი), ჯეფერსონი (16).

ლეიკერსი-ფილადელფია 116:118
27:32, 38:33, 20:28, 31:25
ლ: კლარკსონი (30+8 პასი), რენდლი (21+12 მოხსნა), ინგრემი (12), რასელი (11+7 პასი), ზუბაცი (10+4 დაფარება).
ფ: შარიჩი (29+7 მოხსნა), ოკაფორი (23), ლუვავუ-კაბარო (18), ჰოლმსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული