NBA. რეგულარული ჩემპიონატი: საშუალო სამმაგი ახლოსაა

AutoSharing Option
დიდი ხანი მიიჩნეოდა, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში არსებობს რეკორდები, რომელთათვისაც შეიძლებოდა მუდმივი ეწოდებინათ.

მაგრამ, გასულ სეზონში, "გოლდენ სტეიტმა" რეგულარული სეზონი ფანტასტიკური მაჩვენებლით დაასრულა - 73 მოგება და 9 წაგება და გააუმჯობესა "ჩიკაგოს" მუდმივი" რეკორდი, რომელიც 1995-96 წლების სეზონში 72 გამარჯვებას ითვლიდა.

წლევანდელ სეზონში კი საფრთხის წინაშეა კიდევ ერთი მიღწევა. NBA-ის ისტორიაში მხოლოდ ერთმა მოთამაშემ შეძლო სეზონის დასრულება 10+ მაჩვენებლით სამ სხვადასხვა სტატისტიკურ გრაფაში. 1961-62 წლების სეზონში, ოსკარ რობერტსონმა 41 სამმაგი დუბლი შეასრულა და საშუალო სტატისტიკა ჰქონდა - 30.8 ქულა, 11.4
პასი და 12.5 მოხსნა.

2016-17 წლების რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 12 მატჩით ადრე, რასელ უესტბრუკის მონაგარია - 34 სამმაგი დუბლი, 31.7 ქულა, 10.4 პასი და 10.6 მოხსნა.

ESPN-ის ჟურნალისტებმა დაითვალეს - კონკრეტულად რამდენი მოხსნა და შედეგიანი პასი სჭირდება სეზონური სამმაგი დუბლის მისაღწევად უესტბრუკს - 95 მოხსნა და 106 პასი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული