NBA. ლოპესი და იბაკა მოედანზე გამართული მუშტი-კრივის გამო დასაჯეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-მ "ტორონტოსა" და "ჩიკაგოს" მატჩში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს დისციპლინარული სასჯელი გამოუტანა.

შეგახსენებთ, რომ მოედანზე ერთმანეთში მუშტი-კრივი "ჩიკაგოს" ცენტრმა რობინ ლოპესმა და "ტორონტოს" ფორვარდმა სერჟი იბაკამ გამართეს.

ორივე კალათბურთელი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

"ტორონტოს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი ჯამალ მაგლოირი კი 15 000 დოლარით დაჯარიმდა.
იბაკასა და ლოპესს ჩხუბი მატჩის მესამე პერიოდში მოუვიდათ.

გარდა ამისა, "ჩიკაგოს" ფორვარდმა ნიკოლა მიროტიჩმა და მაგლოირმა ინციდენტში მონაწილეობისთვის ტექნიკური ფოლები მიიღეს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა რა მაგარი სანახავია კალათბურთელების ჩხუბი... ადრე მიდიოდა თუ მიდიოდა ჩაყრები გუნდი გუნდზე ))
emre
13:51 23-03-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული