NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ველოდებით დურანტს

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მსუბუქი ფორვარდი კევინ დურანტი, შესაძლოა, რეგულარული სეზონის დასრულებამდე დაბრუნდეს მოედანზე. ლიგის ერთ-ერთი ვარსკვლავის აღდგენის პროცესი დაგეგმილზე სწრაფად მიმდინარეობს. უკვე გუშინ, დურანტმა პირველი ვარჯიში გამართა მუხლის ტრავმის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ექიმები კევინის დაბრუნებას პლეი ოფის პირველ მატჩებში ვარაუდობდნენ, მაგრამ, ახლა, "მეომრების" ხელმძღვანელობა სიტუაციას უფრო ოპტიმისტურად უყურებენ.

28 წლის კალათბურთელის წლევანდელი სტატისტიკა 25.3 ქულასა და 8.2 მოხსნას უდრის.

***
რასელ უესტბრუკმა სეზონში სამმაგი დუბლების რაოდენობა 35-მდე აიყვანა. "ფილადელფიასთან" მატჩში "ოკლაჰომამ" ძალიან იოლად მოიგო, ამიტომაც, უესტბრუკმა მხოლოდ 27 წუთი
დაჰყო მოედანზე და მოასწრო 18 ქულის, 14 შედეგიანი პასისა და 11 მოხსნის დაგროვება. რასელი გახდა პირველი მოთამაშე ისტორიაში, ვინც სამმაგი დუბლი ისე შეაგროვა, რომ თამაშიდან სროლა არ აუცილებია. ამასთან, პირველად 2016 წლის 14 მარტის შემდეგ, უესტბრუკს არც ერთი სამქულიანი არ შეუსრულებია.

უესტბრუკის "პასიურობის" ფონზე, "ოკლაჰომას" ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო ენეს კარტერი, რომელმაც ცხრიდან რვა ტყორცნა ჩააგდო და 24 ქულა დააგროვა.

* * *
დაიძაბა სიტუაცია აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში. "კლივლენდმა" მორიგი მატჩი წააგო, "ბოსტონმა" კი "ინდიანა" დაამარცხა და ახლა, "კავალიერზი" და "სელტიქსი" მოგებების რაოდენობით გაუთანაბრდნენ ერთმანეთს.

"კლივლენდმა" პირველი ტაიმი 14 ქულით წააგო და ვეღარ დაეწია მეტოქეს. ლებრონ ჯეიმსმა 12-დან რვა ბურთი ჩააგდო, 18 ქულა დააგროვა, მაგრამ "-30" ჰქონდა სარგებლიანობის კოეფიციენტი.

"დენვერის" რიგებში ნიკოლა იოკიჩმა 16 ქულა, 10 მოხსნა და შვიდი პასი დააგროვა და სამი გადაცემა არ ეყო მორიგ სამმაგ დუბლამდე. ოთხმატჩიანი პაუზის შემდეგ, "ნაგეტსს" დაუბრუნდა უილსონ ჩენდლერი და 18 ქულა დააგროვა. საუკეთესო მატჩი ჩაატარა ცხრა შეხვედრის გამოტოვების შემდეგ კენეტ ფარიდმა - 17 ქულა და 9 მოხსნა 19 წუთში.

"ბოსტონმა" უკვე მოიპოვა პლეი ოფის თამაშის უფლება, როცა 109:100 დაამარცხა "ინდიანა" და შინ ბოლო 13 მატჩში მე-12 მოიგო.

"სელტიქსი" სამი მეოთხედის შემდეგ, 14 ქულით იგებდა, მეოთხე მეოთხედის მეორე წუთზე კი უპირატესობა 17 ქულამდე გაიზარდა, მაგრამ ამას მოჰყვა "ინდიანას" 10:0 და 13:2 გაქცევები, თუმცა, სტუმრებმა თამაშის გადარჩენა ვერ შეძლეს.

* * *
ძალიან დაძაბული სიტუაციაა აღმოსავლეთში პლეი ოფის საგზურებისთვის ბრძოლაში. მეხუთე ადგილზე მყოფ "ატლანტასა" და მე-11 პოზიციაზე მყოფ "შარლოტს" შორის სხვაობა მხოლოდ ხუთი მოგებაა.

"შარლოტმა" "ორლანდო" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება გაიფორმა. უშუალო კონკურენტების - "ჩიკაგოსა" და "დეტროიტის" მატჩში "ბულზი" ცენტრების გარეშე იყო დარჩენილი, მაგრამ 22 ქულით მოიგო. "ვაშინგტონმა" ბრედლი ბილისა და ჯონ უოლის ჯამური 50 ქულით მოუგო "ატლანტას".

უოლმა პირველ ტაიმში რვიდან რვა ტყორცნა ააცილა, სამაგიეროდ, მესამე მეოთხედში 12 ქულა აიღო და მანვე ჩააგდო ორი უმნიშვნელოვანესი საჯარიმო სირენამდე ხუთი წამით ადრე. პლეი ოფის საგზურისთვის იბრძვის "მილუოკი", რომელიც შესანიშნავ ფორმაშია - "ბაქსმა" 1989 წლის იანვრის შემდეგ, პირველად მოიგო ზედიზედ ოთხი მატჩი. "მილუოკიმ" "კინგზი" 18 ქულით გაანადგურა.

ორლანდო-შარლოტი 102:109
27:21, 27:27, 28:29, 20:32
ო: როსი (19), პეიტონი (15), ფურნიე (15), ვუჩევიჩი (14+12 მოხსნა+8 პასი), მიქსი (10).
შ: უოკერი (22+7 პასი), ბელინელი (20), კამინსკი (18), ზელერი (15), ბატუმი (10+6 პასი), უილიამსი (7+10 მოხსნა).

ბოსტონი-ინდიანა 109:100
21:19, 28:23, 39:32, 21:26
ბ: ტომასი (25), ბრედლი (18+8 მოხსნა), კრაუდერი (15), ჰორფორდი (15+8 მოხსნა+8 პასი), ოლინიკი (11+8 მოხსნა).
ი: ჯორჯი (37), ტიგი (25+6 პასი), ალენი (8+14 მოხსნა).

ჩიკაგო-დეტროიტი 117:95
32:23, 27:30, 32:20, 26:22
ჩ: მიროტიჩი (28), ლოვერნი (17+7 მოხსნა), ბატლერი (16+12 პასი), ციპზერი (15), პორტისი (12).
დ: ჰარისი (14), მორისი (14), ლოუერი (13), ჯონსონი (12), დრამონდი (8+17 მოხსნა).

ოკლაჰომა-ფილადელფია 122:97
29:22, 34:28, 32:20, 27:27
ო: კანტერი (24+11 მოხსნა), უესტბრუკი (18+11 მოხსნა+14 პასი), ოლადიპო (18), მაკდერმოტი (13).
ფ: სტაუსკასი (20), ლონგი (13), კოვინგტონი (12), გარიჩი (12), ჰოლმსი (11).

ვაშინგტონი-ატლანტა 104:100
16:20, 24:26, 27:21, 37:33
ვ: ბილი (28+9 მოხსნა), უოლი (22+10 პასი), მორისი (13+7 მოხსნა), პორტერი (10+8 მოხსნა).
ა: ჰარდუეი (29), შრიოდერი (18+6 პასი), ჰოვარდი (14+16 მოხსნა), სეფოლოშა (10).

დენვერი-კლივლენდი 126:113
34:31, 39:28, 28:31, 25:23
დ: ჰარისი (21), ბარტონი (20), ჩენდლერი (18), ფარიდი (17+9 მოხსნა), იოკიჩი (16+10 მოხსნა+7 პასი), მიურეი (15), პლამლი (12+7 მოხსნა).
კ: ირვინგი (33), უილიამსი (19), ჯეიმსი (18).

საკრამენტო-მილუოკი 98:116
24:25, 26:44, 25:21, 23:26
ს: ჰილდი (21), ევანსი (18), ტემპლი (12), აფლალო (12), კოლისონი (10+7 პასი), კოული-სტაინი (10+7 მოხსნა+4 დაფარება).
მ: ანტენტოკუნმპო (32+13 მოხსნა+6 პასი), მონრო (15), ტელეტოვიჩი (13), მიდლტონი (13), ბროგდონი (12), ჰოიესი (10).

იუტა-ნიუ იორკი 108:101
26:34, 25:21, 21:20, 36:26
ი: გობერი (35+13 მოხსნა+4 დაფარება), ჰეივორდი (19+8 მოხსნა), ჯორჯ ჰილი (15+7 მოხსნა), ნეტო (10), ჯონსონი (10).
ნ-ი: პორზინგისი (24+7 მოხსნა), როუზი (17+6 პასი), ენტონი (16), ლი12), ერნანგომესი (9+10 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. x-კლივლენდი 70 46 24 65.7
2. x-ბოსტონი 72 46 26 63.9
3. ვაშინგტონი 71 43 28 60.6
4. ტორონტო 71 42 29 59.2
5. ატლანტა 71 37 34 52.1
6. მილუოკი 71 36 35 50.7
7. ინდიანა 71 36 35 50.7
8. მაიამი 71 35 36 49.3
9. ჩიკაგო 72 34 38 47.2
10. დეტროიტი 72 34 38 47.2
11. შარლოტი 71 32 39 45.1
12. ნიუ იორკი 71 27 44 38.0
13. ფილადელფია 71 26 45 36.6
14. ორლანდო 72 26 46 36.1
15. ბრუკლინი 70 14 56 20.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. y-გ. სტეიტი 71 57 14 80.3
2. x-სან ანტონიო 70 54 16 77.1
3. x-ჰიუსტონი 71 49 22 69.0
4. იუტა 72 44 28 61.1
5. კლიპერსი 72 43 29 59.7
6. ოკლაჰომა 71 41 30 57.7
7. მემფისი 71 40 31 56.3
8. დენვერი 71 34 37 47.9
9. პორტლენდი 70 32 38 45.7
10. დალასი 70 30 40 42.9
11. ნ. ორლეანი 71 30 41 42.3
12. მინესოტა 70 28 42 40.0
13. საკრამენტო 71 27 44 38.0
14. ფინიქსი 71 22 49 31.0
15. ლეიკერსი 71 20 51 28.2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული