NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ახალი ისტორია ბუკერისგან

AutoSharing Option
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გასული უქმეების გმირი აღმოჩნდა "ფინიქსის" 20 წლის შემტევი მცველი დევინ ბუკერი. მან სტუმრად, "ბოსტონთან" 120:130 წაგებულ მატჩში 70 ქულა დააგროვა.

ბუკერი მეექვსე მოთამაშეა NBA-ის ისტორიაში, ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 70 ქულის აღება შეძლო. მანამდე ამ ზღვარს მიაღწიეს: უილტ ჩემბერლენმა (ექვსჯერ), ელჯინ ბეილორმა, დევიდ ტომპსონმა, დევიდ რობინსონმა და კობი ბრაიანტმა.

ამასთან, ბუკერი ასოციაციის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, ვინც 60-ქულიანი ზღვარი გადალახა. "ბოსტონთან" მატჩის დროს, ფინიქსელი 20 წლისა და 145 დღის იყო. და კიდევ, ბუკერი "ფინიქსის" რეკორდსმენი
გახდა შედეგიანობის მხრივ.

დევინ ბუკერის შედეგიანი თამაშის შემდეგ, NBA-ის ისტორიაში პირველად მოხდა, როცა ერთ სეზონში ცხრა კალათბურთელმა მოახერხა მინიმუმ 50 ქულა დაგროვება. ბუკერის გარდა, ასეთი შედეგიანობით გამოირჩნენ: ენტონი დევისი, რასელ უესტბრუკი (ორჯერ), კლეი ტომპსონი, ჯონ უოლი, დემარკუს კაზინსი, აიზია ტომასი, ჯეიმს ჰარდენი (ორჯერ) და ჯიმი ბატლერი.

დისკვალიფიკაცია ნოას
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ 20-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა "ნიუ იორკ ნიქსის" ფრანგი ცენტრი ჟოაკიმ ნოა. მიზეზი აკრძალული პრეპარატების გამოყენებაა. ასე რომ, ნოა გამოტოვებს ამ სეზონის დარჩენილ 10 შეხვედრას და მომავალი რეგულარული ჩემპიონატის პირველ 10 მატჩს.

მოთამაშეთა ასოციაციის გამოძიება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ჟოაკიმ ნოა, რომელსაც ბრალი არ უარყვია, ანტისადოპინგო წესები უნებლიედ დაარღვია. ამ მომენტისთვის, კალათბურთელი აღდგენით პროცესს გადის მუხლზე ოპერაციის შემდეგ და ნებისმიერ შემთხვევაში, ამ სეზონში მოედანზე მაინც ვერ გავიდოდა.

გასოლები ნაკრებში მიდიან
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ განაცხადა, რომ პაუ გასოლი დაეხმარება ეროვნულ გუნდს 2017 წლის ევრობასკეტზე, ხოლო მისი უმცროსი ძმა მარკ გასოლი დაბრუნდება ნაკრებში ორწლიანი პაუზის შემდეგ.

"პაუმ მითხრა, რომ ჩამოვა ნაკრებში. კარგია, რომ ძმები ასეთ სურვილს გამოთქვამენ, მაგრამ უნდა ვნახოთ, რა მდგომარეობაში იქნებიან ის მოთამაშეები, რომლებიც პლეი ოფში გამოვლენ.

ჩვენ შეკრებას 28 ივლისს დავიწყებთ და შევცვლით თამაშის მოდელს, რადგან გუნდში ორი წელია არ ყოფილა მარკ გასოლი", - თქვა სკარიოლომ Eurohoops-თან კომენტარში.

კლიპერსი-იუტა 108:95
28:14, 21:27, 23:29, 36:25
კ: კროუფორდი (28), გრიფინი (15), პოლი (14), რედიკი (12), რივერსი (11), სპეიტსი (11+10 მოხსნა), ჯორდანი (7+15 მოხსნა).
ი: გობერი (26+14 მოხსნა), ჯონსონი (17), ჰეივორდი (13).

კლივლენდი-ვაშინგტონი 115:127
26:40, 35:31, 30:25, 24:31
კ: ჯეიმსი (24+11 მოხსნა+8 პასი), ირვინგი (23), ლავი (17+7 მოხსნა), კორვერი (10), ჯეფერსონი (10).
ვ: უოლი (37+11 პასი), ბილი (27+6 პასი), უბრე (16+7 მოხსნა), მორისი (14), პორტერი (10), გორტატი (10), სმიტი (10).

დალასი-ტორონტო 86:94
22:30, 22:24, 20:20, 22:20
დ: ბარნსი (23+7 მოხსნა), სეტ კარი (11), ფერელი (10).
ტ: დეროზანი (18+6 პასი), იბაკა (18+8 მოხსნა), პატერსონი (14).

სან ანტონიო-ნიუ იორკი 106:98
33:23, 28:20, 17:31, 28:24
ს-ა: ლენარდი (29), ოლდრიჯი (19+10 მოხსნა), პ. გასოლი (19+10 მოხსნა), მილსი (10+7 პასი), პარკერი (10).
ნ-ი: როუზი (24), ერნანგომესი (24+13 მოხსნა), კუზმინსკასი (19), პორზინგისი (12).

პორტლენდი-მინესოტა 112:100
27:21, 33:25, 34:28, 18:26
პ: მაკალუმი (32), ლილარდი (21+8 პასი), ნურკიჩი (14+9 მოხსნა), კრები (10).
მ: უიგინსი (20), რუბიო (16), თაუნსი (16), ჯენგი (13+7 მოხსნა), დანი (17), მუჰამადი (13).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-კლივლენდი 72 47 25 65.3
2. x-ბოსტონი 73 47 26 64.4
3. x-ვაშინგტონი 73 45 28 61.6
4. x-ტორონტო 73 44 29 60.3
5. ატლანტა 72 37 35 51.4
6. მილუოკი 72 37 35 51.4
7. ინდიანა 72 36 36 50.0
8. მაიამი 72 35 37 48.6
9. ჩიკაგო 73 34 39 46.6
10. დეტროიტი 73 34 39 46.6
11. შარლოტი 72 32 40 44.4
12. ფილადელფია 72 27 45 37.5
13. ნიუ იორკი 73 27 46 37.0
14. ორლანდო 73 27 46 37.0
15. ბრუკლინი 72 15 57 20.8

დასავლეთი
თ მ წ %
1. y-გ. სტეიტი 72 58 14 80.6
2. x-სან ანტონიო 72 56 16 77.8
3. x-ჰიუსტონი 72 50 22 69.4
4. იუტა 73 44 29 60.3
5. x-კლიპერსი 74 44 30 59.5
6. ოკლაჰომა 71 41 30 57.7
7. მემფისი 72 40 32 55.6
8. დენვერი 72 35 37 48.6
9. პორტლენდი 72 34 38 47.2
10. დალასი 72 31 41 43.1
11. ნ. ორლეანი 72 30 42 41.7
12. მინესოტა 72 28 44 38.9
13. საკრამენტო 72 27 45 37.5
14. ფინიქსი 73 22 51 30.1
15. ლეიკერსი 72 21 51 29.2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული