NBA. რეგულარული ჩემპიონატი: MVP ცნობილია?

AutoSharing Option
რასელ უესტბრუკმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა და ამასთან, მორიგი რეკორდი დაამყარა. გასულ კვირას, "ოკლაჰომას" ლიდერი ისე მივიდა ტრიპლ-დაბლამდე, რომ არც ერთი სროლა არ აუცილებია, ახლა კი "ორლანდოს" წინააღმდეგ მატჩში ისტორიაში ყველაზე მეტქულიანი სამმაგი დუბლის ავტორი გახდა.

უესტბრუკმა 40-დან 21 სროლა ჩააგდო, აქედან 15-დან ექვსი სამქულიანი და 11 ცდიდან ცხრა ზუსტი საჯარიმოც დაუმატა. ამან მას 57 ქულა მოუტანა, რასაც 13 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დაუმატა.

უესტბრუკისთვის ეს იყო ზედიზედ მეოთხე და 38-ე სამმაგი დუბლი სეზონში. მას სამი სამმაგი სჭირდება ყველა
დროის რეკორდის გასამეორებლად, რომელიც ოსკარ რობერტსონს ეკუთვნის. ამისთვის რასელს კიდევ რვა თამაში რჩება.
აქამდე ყველაზე მეტქულიანი სამმაგი დუბლის მფლობელები იყვნენ ჯეიმს ჰარდენი და უილტ ჩემბერლენი - 53 ქულა.

"ორლანდო" სამი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით იგებდა, მაგრამ "ოკლაჰომა" დაეწია მეტოქეს და უესტბრუკმა სამქულიანით ბოლო წამებზე ოვერტაიმში გადაიყვანა შეხვედრა, იქ კი "თანდერი" დომინირებდა. ამ მოგების შემდეგ, "ოკლაჰომამ" გაინაღდა პლეი ოფის საგზური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული