NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკმა რეკორდი გაიმეორა

AutoSharing Option
მოსახდენი მოხდა. რასელ უესტბრუკმა "მილუოკისთან" მატჩში 12 ქულა, 13 მოხსნა და 13 შედეგიანი პასი დააგროვა და სეზონში 41-ე სამმაგი დუბლი შეასრულა. ამით მან გაიმეორა ოსკარ რობერტსონის ყველა დროის რეკორდი (1961-62) და კიდევ ხუთი მატჩი რჩება იმისთვის, რომ აბსოლუტური რეკორდსმენი გახდეს.

უესტბრუკს მეოთხე მეოთხედში არც უთამაშია. მისი გუნდი სამი მეოთხედის შემდეგ, 30 ქულით იგებდა, რასელმა კი სამმაგი დუბლი მესამე 12-წუთეულის დასრულებამდე ცხრაწუთნახევრით ადრე შეასრულა. თამაში ცოტა ხნით შეწყდა, უესტბრუკმა მილოცვები მიიღო, დარბაზი კი სკანდირებდა: MVP! MVP! მართლაც, სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტულს
ოკლაჰომელი ნამდვილად იმსახურებს.

* * *
გუშინ, კიდევ ერთი სამმაგი დუბლი შეასრულა "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც 18 ქულა, 11 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი შეასრულა "ორლანდოს" წინააღმდეგ. ეს არის ლებრონის მე-12 ტრიპლ-დაბლი სეზონში.

"კლივლენდმა" გუშინდელ მატჩში 18 სამქულიანი ჩააგდო და სეზონში ზუსტი შორეული ტყორცნების რიცხვი 1004-მდე აიყვანა. "კავალიერზი" მხოლოდ მესამე გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც მინიმუმ 1000 სამქულიანი ჩააგდო სეზონში. მანამდე ეს შეძლეს "გოლდენ სტეიტმა" (1077) შარშანდელ სეზონში და "ჰიუსტონმა" (1109) წლევანდელში.

* * *
"სან ანტონიომ" თავის ისტორიაში პირველად შეძლო ზედიზედ ორ სეზონში 60 მატჩის მოგება. "სპურსმა" მე-60 გამარჯვებას ძალიან რთულ ბრძოლაში მიაღწია. "მემფისთან" მატჩის ძირითად დროში, "სან ანტონიოს" 2.7 წამი რჩებოდა ბოლო შეტევისთვის და პაუ გასოლმა და ლამარკუს ოლდრიჯმა მოასწრეს შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა, სადაც გრეგ პოპოვიჩის გუნდმა მიიყვანა საქმე ბოლომდე.

"სან ანტონიომ" არსებობის ისტორიაში მეშვიდედ მოიგო სეზონში 60 მატჩი, რაც მესამე შედეგია. უფრო მეტი ასეთი სეზონი ჰქონდათ "ბოსტონს" (13) და "ლეიკერსს" (11).

ინდიანა-ტორონტო 108:90
18:26, 22:25, 37:24, 31:15
ი: ჯორჯი (35+10 მოხსნა), ტიგი (20+6 პასი), იანგი (15+11 მოხსნა), სტივენსონი (12), ელისი (10).
ტ: დეროზანი (27), კეროლი (11), ჯოზეფი (10), ვალანჩუნასი (10+10 მოხსნა), იბაკა (8+10 მოხსნა).

კლივლენდი-ორლანდო 122:102
28:31, 25:24, 43:20, 26:27
კ: ლავი (28+11 მოხსნა), ირვინგი (24+8 პასი), სმიტი (19), ჯეიმსი (18+11 მოხსნა+11 პასი), კორვერი (11).
ო: ფურნიე (21), პეიტონი (12+6 პასი), როსი (12), გოორდონი (12), ვუჩევიჩი (6+10 მოხსნა), ჰეზონია (13), მიქსი (11), ბიიომბო (4+10 მოხსნა).

ვაშინგტონი-შარლოტი 118:111
22:24, 29:39, 36:18, 31:30
ვ: უოლი (23+13 პასი+6 პასი), ბილი (19), სმიტი (17), უბრე (15), მორისი (14).
შ: უოკერი (37), ბელინელი (16), ბატუმი (13+8 პასი), კამინსკი (12), ზელერი (10+10 მოხსნა).

ფილადელფია-ბრუკლინი 118:141
27:40, 26:41, 24:30, 41:30
ფ: ლუვავუ-კაბარო (19), ლონგი (18), ჰოლმსი (16), მაკონელი (13+7 პასი), ანდერსონი (13), შარიჩი (10), პოიტრესი (10+7 მოხსნა).
ბ: ლინი (16+7 პასი), ლოპესი (16), გუდვინი (14), მაკდენიელსი (14), დინუიდი (13+7 პასი), კილპატრიკი (13), ფოიე (12), ჰოჰლის-ჯეფერსონი (12).

ნ. ორლეანი-დენვერი 131:134
31:27, 44:42, 30:33, 26:32
ნ-ო: დევისი (41+4 დაფარება), კაზინსი (30+14 მოხსნა+9 პასი), ჰოლიდეი (18+13 პასი), ჰილი (15), მური (13).
დ: გალინარი (28), ჰარისი (23+8 მოხსნა), იოკიჩი (21+12 მოხსნა), ჩენდლერი (18+7 მოხსნა), მიურეი (16), მუდიაი (15+7 პასი), პლამლი (13+11 მოხსნა).

ნიუ იორკი-ჩიკაგო 100:91
29:24, 25:16, 26:24, 20:27
ნ-ი: ენტონი (23+7 მოხსნა), ლი (14), ნდური (13+12 მოხსნა), ჰოლიდეი (12), კუზმინსკასი (11), ო’ქუინი (8+12 მოხსნა+5 დაფარება).
ჩ: ბატლერი (26), მიროტიჩი (21+10 მოხსნა), მოროუ (15), ლოპესი (11), რონდო (5+7 მოხსნა+9 პასი).

სან ანტონიო-მემფისი 95:89 (ო)
14:16, 19:19, 27:16, 24:33, 11:5
ს-ა: ლენარდი (32+12 მოხსნა), ოლდრიჯი (15), პ. გასოლი (12+11 მოხსნა), პარკერი (10+7 პასი), მილსი (10).
მ: კონლი (19+6 პასი), რენდოლფი (18+16 მოხსნა), მ. გასოლი (11+7 პასი), დენიელსი (10), სელდენი (10).

იუტა-პორტლენდი 106:87
24:17, 23:24, 28:23, 31:23
ი: ჰეივორდი (30), გობერი (20+11 მოხსნა), ჯონსონი (13), მაკი (12), ეკზამი (10), უიტი (10).
პ: მაკალუმი (25), ლილარდი (16), ამინუ (11).

საკრამენტო-დალასი 98:87
22:17, 14:21, 32:31, 30:18
ს: მაკლემორი (22), ჰილდი (16), ჰელოუეი (15+7 მოხსნა), პაპაიანისი (13), კოული-სტაინი (12+16 მოხსნა), ლაბისიერი (11+7 მოხსნა).
დ: ბრუსინო (13+7 მოხსნა), ბარნსი (11), პაუელი (11+7 მოხსნა), ნოელი (9+10 მოხსნა).

გ. სტეიტი-მინესოტა 121:107
32:32, 36:28, 36:26, 17:21
გ-ს: ტომპსონი (41), კარი (19+9 პასი), ბარნსი (12), იგუოდალა (11).
მ: უიგინსი (24), თაუნსი (21), რუბიო (15), მუჰამადი (24+11 მოხსნა).

ოკლაჰომა-მილუოკი 110 : 79
28:20, 35:19, 26:20, 21:20
ო: კანტერი (17), გიბსონი (12), აბრინესი (12), უესტბრუკი (12+13 მოხსნა+13 პასი), საბონისი (11), კრისტონი (10).
მ: ბიზლი (14), ანტენტოკუნმპო (11), ჰოსი (10).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. y-კლივლენდი 77 50 27 64.9
2. x-ბოსტონი 77 50 27 64.9
3. x-ტორონტო 78 47 31 60.3
4. y-ვაშინგტონი 78 47 31 60.3
5. მილუოკი 78 40 38 51.3
6. ატლანტა 77 39 38 50.6
7. ჩიკაგო 78 38 40 48.7
8. ინდიანა 78 38 40 48.7
9. მაიამი 77 37 40 48.1
10. შარლოტი 78 36 42 46.2
11. დეტროიტი 77 35 42 45.5
12. ნიუ იორკი 78 30 48 38.5
13. ფილადელფია 78 28 50 35.9
14. ორლანდო 78 27 51 34.6
15. ბრუკლინი 78 19 59 24.4

დასავლეთი
თ მ წ %
1. y-გ. სტეიტი 78 64 14 82.1
2. y-სან ანტონიო 77 60 17 77.9
3. x-ჰიუსტონი 77 52 25 67.5
4. x-იუტა 78 48 30 61.5
5. x-კლიპერსი 78 47 31 60.3
6. x-ოკლაჰომა 77 44 33 57.1
7. x-მემფისი 78 42 36 53.8
8. პორტლენდი 78 38 40 48.7
9. დენვერი 77 37 40 48.1
10. ნ. ორლეანი 78 33 45 42.3
11. დალასი 77 32 45 41.6
12. მინესოტა 77 31 46 40.3
13. საკრამენტო 78 31 47 39.7
14. ლეიკერსი 77 22 55 28.6
15. ფინიქსი 78 22 56 28.2
შენიშვნა: x - პლეი ოფის საგზური; y - დივიზიონის ჩემპიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული