NBA. პლეი ოფი: "კლივლენდმა" და "სან ანტონიომ" სერიის მეორე მატჩებიც მოიგეს

AutoSharing Option
18 აპრილს, გამთენიისას, NBA-ს პლეი ოფის ორი მატჩი გაიმართა.

"კლივლენდმა" "ინდიანას" უმასპინძლა და ანგარიშით 117:111 დაამარცხა. ამ მოგების შემდეგ "კავალიერსი" სერიაში 2:0 დაწინაურდა. შეხვედრაში ყველაზე მეტი, 37 ქულა კაირი ირვინგმა მიითვალა. ორმაგი დუბლები მიითვალეს ლებრონ ჯეიმსმა (25ქ;10მ) და კევინ ლავმა (27ქ;11მ).

მეორე მატჩში "სან ანტონიომ" "მემფისი" მიიღო და ანგარიშით 96:82 დაამარცხა. "სპურსს" 37 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც ასევე 11 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. "სპურსი" ასევე 2:0 დაწინაურდა სერიაში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული