"გოლდენ სტეიტის" ვარსკვლავი კევინ დურანტი შესაძლოა "პორტლენდთან" პლეი ოფის სერიის მეორე შეხვედრაში გუნდს ვერ დაეხმაროს.
ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ის წარმომადგენელი კრის ჰეინსი ავრცელებს.
დურანტს მარცხენა ფეხის კუნთის დაზიანება აქვს. "უორიორსის" ფორვარდმა 18 აპრილის ვარჯიშიც კი გამოტოვა.
"პორტლენდთან" პირველი მატჩის დროს დურანტმა ტრავმით ითამაშა, თუმცა შეხვედრა ბოლომდე ჩაამთავრა, ამასთან ერთად, 32 ქულისა და 10 მოხსნის მოგროვება შეძლო.
- ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" NBA-ს პლეი ოფი გამარჯვებით დაიწყო [VIDEO]
შეგახსენებთ, რომ სერიის მეორე მატჩიც ოკლენდში 20 აპრილს, ჩვენი დროით 06:30 საათზე გაიმართება.
16:28 19-04-2017
კევინ დურანტმა შესაძლოა "პორტლენდთან" მეორე მატჩი გამოტოვოს
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული