"გოლდენ სტეიტმა" დამაჯერებლად ითამაშა როგორც დაცვაში, ისე - შეტევაში და სერიის პირველი მატჩი ისე მოიგო, მეტოქესთვის შანსი არ მიუცია. "პორტლენდი" თამაშობდა ტრავმირებული ბოსნიელი ცენტრის - იუსუფ ნურკიჩის გარეშე, თუმცა დამიან ლილარდი და სიჯეი მაკოლუმი დიდებულად გაისარჯნენ. პირველმა 34, ხოლო მეორემ 41 ქულა მოაგროვა, თუმცა გუნდურად მოთამაშე "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ.
ოკლენდელთა შორის 32 ქულითა და 10
"გოლდენ სტეიტის" სასტარტო ხუთეულის კიდევ ერთმა წევრმა - საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ 12 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო და 4 ქულას 2 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა. ფაჩულიამ 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი 2-ჯერ დაკარგა.
სათადარიგოთაგან საუკეთესო იყო იან კლარკი, რომელმაც 12 წუთში 12 ქულა მიითვალა. ანდრე იგუდალამ კი 33 წუთი ითამაშა და ოკლენდელებს 2 ქულასთან ერთად 4 პასი მიაშველა.
სერიის მეორე მატჩი კვლავ ოკლენდში, 20 აპრილს გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით