"კლივლენდისა" და "გოლდენ სტეიტის" შემდეგ მეოთხედფინალის საგზური "ჰიუსტონმაც" (3:1) მოიპოვა, რომელმაც "ოკლაჰომას" უმასპინძლა და ანგარიშით 105:99 დაამარცხა.
"ტანდერს" რასელ უესტბრუკის აქტიურობამ ვერ უშველა. მისი მონაგარი 47 ქულა, 11 მოხსნა და 9 პასია. ჰიუსტონელმა ჯეიმს ჰარდენმა კი 34 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
"როკეტსი" "სან ანტონიოსა" და "მემფისს" შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ დაპირისპირებაში "სპურსი" 3:2 დაწინაურდა. "სან ანტონიომ" "მემფისი" შინ ანგარიშით 116:103 დაამარცხა. "სპურსს" 28 ქულით კავაი ლეონარდმა ულიდერა.
"იუტამ"