კაილ ლაური ახალი კლუბების ძიებაში

AutoSharing Option
"ტორონტო რეპტორზის" გამთამაშებელმა კაილ ლაურიმ დაადასტურა, რომ ამ ზაფხულს უარს იტყვის კანადურ გუნდთან კონტრაქტის გაგრძელების ოპციაზე და შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება. ამის შესახებ დაწერა ESPN-ის მიმომხილველმა მარკ სტაინმა.

გასულ რეგულარულ ჩემპიონატში ლაურიმ საშუალოდ, 22.4 ქულა, 4.8 მოხსნა და 7.0 შედეგიანი პასი დააგროვა. პლეი ოფში 31 წლის მოთამაშის სტატისტიკა იყო - 15.8 ქულა, 5.9 გადაცემა და 3.1 მოხსნა. "ტორონტო" "კლივლენდთან" დამარცხების შემდეგ, მეორე რაუნდიდან გამოეთიშა პლეი ოფს.

* * *
ლაურის მიბაძავს და არ გაახანგრძლივებს "საკრამენტო კინგზთან" კონტრაქტს მსუბუქი ფორვარდი
რუდი გეი. შესაბამისად, ისიც ამ ზაფხულს შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდება.

გეი ჯერ კიდევ მიმდინარე სეზონის მსვლელობისას გამოთქვამდა "საკრამენტოს" დატოვების სურვილს, მაგრამ აქილევსის მყესის ტრავმამ ჩაშალა მისი გეგმები. ახლა, ფორვარდი გრაფიკის წინსწრებით გადის აღდგენით კურსს და ივნისის შუა რიცხვებში დაიწყებს სრულფასოვან ვარჯიშს.

გეის მომავალ სეზონში "საკრამენტოში" 14.2 მილიონი დოლარის მიღებს შეეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული