NBA. 54 ქულა და კანადაში წაღებული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 3 თებერვალს, "ორლანდო მეჯიქმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 123:108 დასრულდა. 

"ტორონტოს" რიგებიდან ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა ფრედ ვანვლიტმა, რომელმაც 54 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა. ფრედმა 14 ნასროლი სამქულიანიდან 11 ზუსტად მოათავსა. 

კარგი მატჩი ჩაატარა ნორმან პაუელმაც, რომელმაც 23 ქულით, 2 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 4 ჩაჭრით გამოიჩინა თავი. 

სამმაგი დუბლი შეასრულა კანადელთა კაპიტანმა კაილ ლაურიმ, რომელმაც 14 ქულა, 10 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა. 

ორლანდოს რიგებიდან საუკეთესო ნიკოლა ვუჩევიჩი გახლდათ, რომელმაც
21 ქულა, 18 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

ივან ფურნიემ გუნდს 21 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება შესძინა. 

9 გამარჯვებითა და 12 მარცხით "ტორონტო" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. 

რაც შეეხება "ორლანდოს", მათ ანგარიშზე 8 მოგება და 14 მარცხია. ამ შედეგით კი ამავე კონფერენციაში მე-12 ადგილს იკავებენ. 

altNBA. დონჩიჩმა მატჩის მომგები სროლა გააფუჭა და ზედიზედ მე-6-ედ დამარცხდა [VIDEO]

alt"მოკეტე, ძუკნა..." - ლებრონი მატჩის დროს ლამაზმანს დაუპირისპირდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული