"ბრუკლინის" რიგებიდან ყველაზე შედეგიანი ჯო ჰარისი გახლდათ, რომელმაც თავი 19 ქულით, 5 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
შედეგიანობას უკლო ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც ამჯერად 17 ქულა, 7 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.
კაირი ირვინგის ანგარიშზე მოკრძალებული 15 ქულა, 5 მოხსნა, 5-იც შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება გახლდათ. აღსანიშნავია, 7 დაკარვა.
კევინ დურანტმა შეხვედრა უცნაურად ჩაატარა. ლიგის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროტოკოლის გამო კევინმა შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო და შემდეგ ვეღარ დაბრუნდა. უფრო ზუსტად, პირველი მეოთხედი გამოატოვებინეს, მეორეში შემოვიდა და მესამეში კვლავ გაუშვეს. 19 წუთში დურანტის ანგარიშზე 8 ქულა, 6 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება გახლდათ.
გამარჯვებულთა რიგებიდან შესანიშნავად ითამაშა პასკალ სიაკამმა, რომელმაც გუნდს 33 ქულა, 11 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ასევე შესანიშნავად იასპარეზა კანადელთა კაპიტანმა კაილ ლაურიმ, რომელმაც აქტივში 30 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
14 გამარჯვებითა და 10 მარცხით "ნეტსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება, რაც შეეხება "ტორონტოს", ამავე კონფერენციაში 10 მოგებითა და 12 მარცხით მე-7 ადგილს იკავებს.
"ბრუკლინი" მომდევნო მატჩს 7 თებერვალს, "ფილადელფიის წინააღმდეგ ჩაატარებს. თავის მხრივ "რეპტორსი" ამავე რიცხვში "ატლანტას" დაუპირისპირდება.
გოგამ მოედანი ნაადრევად დატოვა, არადა შესანიშნავად თამაშობდა [VIDEO]