კრის ბოში და პორნოინდუსტრია

AutoSharing Option
ამერიკული პორნოსტუდიის X-art-ის დამაარსებლებმა - კოლეტ და ბრიგამ ფილდებმა სასამართლოში უჩივლეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ვარსკვლავს კრის ბოშსა და მის მეუღლეს.

სარჩელის მიზეზია - შეუსაბამო პირობები სახლში, რომელიც სტუდიამ გადაღებებისთვის კალათბურთელისგან დაიქირავა.

პროდუსერები ამტკიცებენ, რომ გასულ წელს 125 ათასი ევრო გადაუხადეს ბოშს მისი კალიფორნიული სახლის იჯარით აღებისთვის. ცოლ-ქმარი ფილდების თქმით, სახლში ანტისანიტარიული პირობები, აგრეთვე წყალგაყვანილობისა და ინტერნეტის პრობლემები იყო.

ბოშმა და მისმა მეუღლემ უარი თქვეს თანხის უკან დაბრუნებაზე. ახლა, კოლეტ და ბრიგამ ფილდები აპირებენ სამართლოს ძალით დაიბრუნონ 92 ათასი დოლარი, აგრეთვე
აანაზღაურებინონ კალათბურთელს გაწეული ხარჯები.

კრის ბოშს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 2016-17 წლების სეზონში არც ერთი მატჩი არ უთამაშია. მიუხედავად ამისა, მიმდინარე სეზონში კონტრაქტის მიხედვით, 21.6 მილიონი ევრო გამოიმუშავა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული