NBA. პლეი ოფი: "სპურსი" წინ გაიჭრა

AutoSharing Option
10 მაისს NBA-ს პლეი ოფის მორიგი მატჩი გაიმართა.

"სან ანტონიომ" "ჰიუსტონ როკეტსს" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 110:107 დაამარცხა.

"სპურსს" კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც 22 ქულა, 15 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. 20 ქულა მოაგროვა პეტი მილსმა. თუმცა მატჩის მოგება უფრო მეტად მანუ ჯინობილის დამსახურება იყო, რომელმაც ჯერ ძირითად დროში ანგარიში გაათანაბრა - 101:101 და შემდეგ ოვერტაიმში ჰარდენს ბოლო წამებზე ტყორცნა დაუფარა.

"ჰიუსტონიდან" სამმაგი დუბლით ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. ჰარდენმა 33 ქულა, 10 მოხსნა და პასი ჩაიწერა აქტივში.

ამ მოგებით "სპურსი" სერიაში
3:2 დაწინაურდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბებერი ლომია მანუ, თავის დროზე ოლიმპიადეზე თრიმთიმი ყავს დამარცხებული მისი ლიდერობით არგენტინას.
sabonis
12:41 10-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული