NBA. პლეი ოფი: "ბოსტონმა" "ვაშინგტონი" გზიდან ჩამოიშორა

AutoSharing Option
16 მაისს NBA-ს პლეი ოფის მორიგი მატჩი გაიმართა.

"ბოსტონმა" სერიის ბოლო შეხვედრაში "ვაშინგტონს" უმასპინძლა და ანგარიშით 115:105 დაამარცხა.

ამ მოგებით "სელტიქსმა" სერია ანგარიშით 4:3 მოიგო და კონფერენციის ფინალში "კლივლენდს" 18 მაისს შეხვდება.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა ბრედლი ბილმა ჩააგდო, თუმცა ეს სტუმრებს მოსაგებად არ ეყოთ.

აიზია ტომასმა კი ორმაგი დუბლი მიითვალა. "ბოსტონის" ლიდერმა 29 ქულა და 12 პასი მოაგროვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული