NBA. კონფერენციის ფინალი: "კლივლენდი" სერიას სტუმრად მოგებით ხსნის

AutoSharing Option
18 მაისს NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის პირველი მატჩი გაიმართა.

"ბოსტონმა" "კლივლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 104:117 დამარცხდა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 38 ქულა ლებრონ ჯეიმსმა ჩააგდო, რასაც 7 პასი და 9 მოხსნა მიამატა. 32 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა კევინ ლავმა და პლეი ოფში შედეგიანობის პირადი რეკორდი დაამყარა.

21-21 ქულა ჩააგდეს ბოსტონელმა ჯეი კროუდერმა და ევერი ბრედლიმ. აიაზია ტომასმა 17 ქულა, 10 პასი და 1 მოხსნა მიითვალა.

კაირი ირვინგმა 11 ქულა, 6 პასი და 2 მოხსნა ჩაიწერა ანგარიშზე.

მეორე მატჩი კვლავ
ბოსტონში, 20 მაისს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული