NBA. პლეი ოფი: ლებრონი მონსტრია

AutoSharing Option
"კლივლენდ კავალიერზი" იგივე გზით მიდის NBA-ის ფინალური სერიისკენ, როგორც "გოლდენ სტეიტი".

"უორიორზს" უკვე ათიდან ათი მოგება აქვს ამ პლეი ოფში, "კლივლენდს" კი, ჯერჯერობით, ცხრიდან ცხრა გამარჯვება - ლებრონ ჯეიმსის გუნდმა პირველი ორი რაუნდის სერია "მშრალი" ანგარიშით მოიგო, გუშინ კი მოგებით დაიწყო აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალური სერია.

ამ სერიაში საკუთარი მოედნის უპირატესობა "ბოსტონს" ჰქონდა, მაგრამ, პირველ შეხვედრაში "კლივლენდისთვის" პრობლემა არ ყოფილა მეტოქის გულშემატკივრები. საერთოდ, ბოლო შვიდი სეზონია ლებრონ ჯეიმსის გუნდებისთვის მნიშვნელობა არ აქვს -რომელ ადგილს დაიკავებენ რეგულარულ ჩემპიონატში. ნებისმიერ შემთხვევაში, კონფერენციის ფინალში
ფავორიტი ჯეიმსი და კომპანიაა. როგორც ჩანს, ასეა წელსაც.

ლებრონ ჯეიმსი ყოველგვარი დაზვერვის გარეშე შეუდგა საქმეს და პირველი ორნიშნა უპირატესობა "კლივლენდმა" უკვე რვა წუთის შემდეგ მიიღო - ლებრონის ერთ-ერთი გარღვევის შემდეგ (9:20).

ძირითადი ბრძოლა სამწამიანში მიდიოდა. "კლივლენდის" მოძრავმა წინა ხაზმა, ჯეიმსისა და კევინ ლავის წყალობით, მოქმედების სრული თავისუფლება მიიღო. ვარიანტი ბევრი იყო: ხან ჯეიმსი მორიგ გარღვევაზე მიდიოდა, ხან კი ლავი ჩაგრავდა მარკუს სმარტს ან თავისუფლდებოდა პერიმეტრზე და სამქულიანებს აგდებდა. თავისი სიტყვა თქვა ტრისტან ტომპსონმაც, რომელიც შესანიშნავი იყო მეტოქის ფარზე მოხსნებით.

"კლივლენდის" უპირატესობა მხოლოდ იზრდებოდა და პირველი ნახევრის ბოლოსკენ სხვაობა 25 ქულა გახდა. "ბოსტონმა" მეურვეების ხშირი ცვლილებით სცადა ლებრონის შეჩერება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. მართალია, ბურთის გათამაშების მხრივ, სტუმრები ვერ ბრწყინავდნენ, სამაგიეროდ, ძალიან ეფექტურად იყენებდნენ საკუთარ შანსებს. განსაკუთრებით კარგი იყო კევინ ლავი, რომელსაც უკვე მესამე მეოთხედში ჰქონდა ორმაგი დუბლი - 30 ქულა და 10 მოხსნა.

მაგრამ, "ბოსტონმა" წინა სერიაში დაგვანახა, რომ ბოლომდე იბრძვის. მართალია, მასპინძლები ძალიან ცუდად ისროდნენ შორიდან (31 პროცენტი) და არც ისე წარმატებული მატჩი ჰქონდა აიზია ტომასს (17ქულა, 19-დან 7 ზუსტი ტყორცნა), მაგრამ "სელტიქსი" შესანიშნავად ათამაშებდა ბურთს და სოლიდური უპირატესობა მიიღო გადაცემების რაოდენობით (33-21). ამის წყალობით, შესაძლო გახდა სხვაობის 11 ქულამდე შემცირება, მაგრამ დრო არ ეყო ნამდვილი ინტრიგის დასაბრუნებლად.

მატჩის გმირი, რა თქმა უნდა, ლებრონ ჯეიმსი იყო. "კლივლენდის" ლიდერმა 38 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. ეს იყო მისი მეცხრე მატჩი პლეი ოფში და რვაჯერ, მან მინიმუმ 30 ქულის დაგროვება შეძლო.

ბოსტონი-კლივლენდი 104:117
19:30, 20:31, 36:31, 29:25
ბ: ბრედლი (21), კრაუდერი (21+8 მოხსნა), ტომასი (17+10 პასი), ჰორფორდი (11+8 მოხსნა+6 პასი), გრინი (11), ბრაუნი (10+9 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (38+9 მოხსნა+7 პასი), ლავი (32+12 მოხსნა), ტომპსონი (20+9 მოხსნა), ირვინგი (11+6 პასი).
სერია: 0-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გეჩქარებოდათ, ბარემ ხვალ დაგეწერათ :)
ჯავალი მაკგი
01:41 19-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული