მასპინძლების სასტარტო მინი-გაქცევის შემდეგ, "ბოსტონმა" ინიციატივის მოპოვება შეძლო და წინ გავიდა. "სელტიქსმა" პირველი მეოთხედი 29:19 მოიგო - ძირითადად, ბურთის კარგი გათამაშებისა და შორეული ტყორცნების წყალობით.
მეორე მეოთხედში "კლივლენდის" შეტევამ მოუმატა და მასპინძლები თანდათან მიუახლოვდნენ მეტოქეს. დიდ შესვენებასთან ახლოს, სათამაშო რითმი დაიჭირა კაირი ირვინგმა, რომელმაც სამქულიანებითა და თავისი საფირმო
შესვენების შემდეგ, ჯეიმსი მოედანზე დაბრუნდა და ირვინგს მხარში ამოუდგა. თავადაც აგდებდა და შეტევებსაც უძღვებოდა. შესანიშნავი იყო კევინ ლავი, რომელმაც შთაბეჭდავი ორმაგი დუბლი შეასრულა - 17 ქულა და 17 მოხსნა. სწორედ ამ ტრიოს მეშვეობით, 10-ქულიანი ჩამორჩენა "კლივლენდის" შვიდქულიან უპირატესობად გადაიქცა.
"კავალიერზმა" ძალიან დამაჯერებლად იგრძნო თავი და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე. "სელტიქსი" თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებდა, მაგრამ სოლიდური უპირატესობის განიავების შემდეგ, სტუმრები აშკარად განწირულნი ჩანდნენ.
საინტერესოა, რომ დიდ შესვენებამდე 5.30 წუთით ადრე, "ბოსტონი" წინ იყო 16 ქულით. სწორედ ამ მომენტიდან მოყოლებული, ლებრონმა და ირვინგმა "ბოსტონს" 60:50 მოუგეს.
ახლა სერია ბოსტონში დაბრუნდება და "სელტიქსი" უშანსოდ არის: ლებრონ ჯეიმსის გუნდებს 11-დან 11 სერია აქვთ მოგებული, როცა ოთხი მატჩის შემდეგ 3:1 იყვნენ დაწინაურებული.
კლივლენდი-ბოსტონი 112:99
19:29, 28:28, 40:23, 25:19
კ: ირვინგი (42), ჯეიმსი (34+6 პასი), ლავი (17+17 მოხსნა).
ბ: ბრედლი (19), კრაუდერი (18+8 მოხსნა), ჰორფორდი (16+7 პასი), ოლინიკი (15).
სერია: 3-1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"