ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტი" NBA-ს ფინალში "კლივლენდს" შეხვდება

AutoSharing Option
26 მაისს NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალურის სერიის მეხუთე მატჩი გაიმართა.

"ბოსტონმა" "კლივლენდს" უმასპინძლა და ანგარიშით 102:135 დამარცხდა. ამ გამარჯვებით "კლივლენდმა" სერია 4:1 მოიგო და აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გახდა. ამასთან ერთად "კავალიერსმა" NBA-ს ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტს" შეხვდება.

რაც შეეხება მატჩს, ყველაზე მეტი 35 ქულა ლებრონ ჯეიმსმა მოიპოვა, რომელმაც თავის მონაგარს 8 პასი და 8 მოხსნაც შემატა. აღსანიშნავია, რომ ლებრონი ლიგის ისტორიაში პლეი ოფში ჩაგდებული ქულების მიხედვით პირველ ადგილზეა.

ლებრონს კარიერაში პლეი ოფში 212 მატჩი აქვს ჩატარებული,
სადაც 5995 ქულა ჩააგდო. ამ მაჩვენებლით მან მაიკლ ჯორდანს (5987) გადაუსწრო.

შემდეგი საუკეთესო მაჩვენებელი ქულებში 24 კაირი ირვინგს ჰქონდა. ორმაგი დუბლი შეასრულა კევინ ლავმა, რომელმაც 15 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა.

"ბოსტონიდან" ევერი ბრედლი გამოირჩა 23 ქულით.

NBA-ს ფინალური სერიის პირველი მატჩი ოკლენდში 2 ივნისს ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება, სადაც "გოლდენ სტეიტი" "კლივლენდს" უმასპინძლებს.

გამოსარჩევი ფაქტია, რომ აღნიშნული გუნდები ზედიზედ მესამედ ხვდებიან ერთმანეთს ფინალურ სერიაში. 2015 წელს "კლივლენდმა" "უორიორსთან" ტრავმირებული კაირი ირვინგისა და კევინ ლავის გარეშე დამარცხდა, ხოლო 2016 წელს 3:1 ამოუქაჩა და ისე გაიმარჯვა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან მძიმე ბრძოლების გადატანა მოგიწევთ შენ და მთელ გუნდს ზაზა.გამარჯვების ჟინი,მონდომება და თამაშის კლასი არ გაკლიათ და აბა თქვენ იცით.გამარჯვებას გისურვებთ.უფალმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გამარჯვების ძალა მოგცეთ.
0
ჩემი პროგნოზით "ვოროირზი" 4:1-ით გაიმარჯვებს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული