"სპურსმა" კრის პოლს თვალი დაადგა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" ხელმძღვანელობა სწავლობს "კლიპერსის" გამთამაშებლის კრის პოლის გაფორმების შესაძლებლობას, - იტყობინება ESPN.

პოლი ამ ზაფხულს აპირებს გავიდეს თავისუფალი აგენტების ბაზარზე. "სან ანტონიოს" ამ ეტაპზე არ გააჩნია საჭირო რესურსი სახელფასო ბიუჯეტში, მაგრამ ერთ გუნდში პოლის, კავაი ლენარდისა და ლამარკუს ოლდრიჯის სავარაუდო გაერთიანებამ, შესაძლოა, "სპურსს" გადამჭრელი ზომებისკენ უბიძგოს.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ პოლსა და "სპურსს" შორის არსებობს ურთიერთინტერესი, "კლიპერსს" კი ეშინია "სან ანტონიოს" მხრიდან კონკურენციის.

"კლიპერსი" ერთადერთი გუნდია, რომელსაც შეუძლია 32 წლის პოლს მაქსიმალური 210-მილიონიანი კონტრაქტი შესთავაზოს. "სან ანტონიოს" კი ვარსკვლავი
გამთამაშებლისთვის მხოლოდ 4-წლიანი და 152-მილიონიანი ხელშეკრულების მიცემა შეუძლია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული