მთავარი კითხვა: სად წავა ლებრონი?

AutoSharing Option
არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ლებრონ ჯეიმსი 2018 წლის ზაფხულში კლუბს შეიცვლის და "ლეიკერსში" გადავა ან "მაიამიში" დაბრუნდება. ამის შესახებ დაწერა Yahoo!Sports-ის ცნობილმა მიმომხილველმა ადრიან ვოინაროვსკიმ.

"არ არსებობს არანაირი გარანტია, რომ ის "კლივლენდში" დარჩება. ჩემი აზრით, ბევრს არ სჯერა, რომ ის გაახანგრძლივებს კონტრაქტს "კლივლენდთან". ვფიქრობ, კლივლენდში და ლიგაში ესმით, რომ ლებრონი შეიძლება ისევ წავიდეს - გაემგზავროს დასავლეთში და შეუერთდეს ლოს ანჯელესის რომელიმე კლუბს. სავსებით შესაძლებელია, მისი მიზანი იყოს - "ლეიკერსი".

ასევე არსებობს იმის შანსი, რომ ლებრონი მაიამიში დაბრუნდეს. ეს იმაზეა
დამოკიდებული, როგორ მდგომარეობაში იქნება გუნდი - დაბრუნდება თუ არა იქ დუეინ უეიდი. მაგრამ მიმაჩნია, რომ ლებრონის პრიორიტეტია - მისი საქმიანი ინტერესები, მისი ამბიციები ჰოლივუდში, მედია-პროექტები", - ამბობს ვოინაროვსკი.

ჯეიმსის კონტრაქტი "კლივლენდთან" 2019 წლის ზაფხულამდეა ძალაში, მაგრამ აქვს უფლება - 2018 წლის ზაფხულში გაწყვიტოს ხელშეკრულება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული