წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტმა ფილ ჯექსონმა შეხვედრა გამართა მძიმე ფორვარდთან ლაური მარკანენთან, რომელიც "ნიუ იორკმა", შესაძლოა, უახლოეს დრაფტზე მერვე ნომრად აირჩიოს. ფინელი სწორედ პორზინგისის სავარაუდო შემცვლელად მოიაზრება.
გარდა ამისა, იტყობინებიან, რომ პორზინგისს დღემდე არ ჰქონია კონტაქტი კლუბის წარმომადგენლებთან მას შემდეგ, რაც ამა წლის აპრილში "ნიქსის" ხელმძღვანელობასთან შეხვედრას არ დაესწრო.
ამასობაში, NY Daily News წერს, რომ ლატვიელი ფორვარდის ხელში ჩაგდებით დაინტერესებულია "ბოსტონი". "ნიქსის" ხელმძღვანელობა მზად არის
რეგულარულ სეზონში პორზინგისმა 32.8 წუთი გაატარა მოედანზე და საშუალოდ, 18.1 ქულა, 7.2 მოხსნა და 2.0 დაფარება დააგროვა. მას ორი სეზონი აქვს გატარებული NBA-ში, პირველ წელს ის დებიუტანტთა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"