დურანტულამ მაქსიმალურ კონტრაქტზე უარი თქვა

AutoSharing Option
ტელეკომპანია ESPN-ის ინფორმაციით, ფორვარდი კევინ დურანტი ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა "გოლდენ სტეიტს". ხელშეკრულება ორწლიანი იქნება და კალათბურთელი ჯამში 53 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

აღვნიშნავთ, რომ ხელმოწერილი კონტრაქტი შორს არის მაქსიმალურისგან, რომელსაც დურანტის დონის მოთამაშე იმსახურებს. ფორვარდს შეეძლო გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 34.5 მილიონ დოლარს მიიღებდა პირველ სეზონში, მაგრამ უარი თქვა, რათა "უორიორზს" გაეგრძელებინა კონტრაქტები სტეფ კარისთან, შონ ლივინგსტონთან და ანდრე იგუოდალასთან.

გასულ სეზონში დურანტი ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

* * *
- "ლოს ანჯელეს კლიპერსი" იტალიელ დანილო გალინარის სამწლიან კონტრაქტს შესთავაზებს,
რომლის ღირებულება 65 მილიონი დოლარი იქნება.

- "კლიპერსის" შემტევი მცველი ჯამალ კროუფორდი, დიდი ალბათობით არ დარჩება თავის გუნდში გალინარის გადასვლის შემდეგ. სწორედ ის გახდება იტალიელის ტრეიდის ერთ-ერთი მონაწილე. ეს ტრეიდი ითვალისწინებს სამმხრივ გარიგებას "კლიპერსს", "დენვერსა" და "ატლანტას" შორის: გალინარი გადავა "კლიპერსში", პოლ მილსეპი "დენვერში" და კროუფორდი "ატლანტაში".

-"ინდიანა პეისერსი" მოელაპარაკა თავისუფალ აგენტს დარენ კოლისონს. მხარეები გააფორმებენ 2-წლიან კონტრაქტს და მცველი 20 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

- გარდა ამისა, "პეისერსი" განიხილავს მონტა ელისის კონტრაქტის გამოსყიდვას. აღვნიშნავთ, რომ მცველი გამოტოვებს ჩემპიონატის პირველ ხუთ მატჩს მარიხუანას მიღებისთვის.

- გამოცემა USA Today-ის ინფორმაციით, ჩონსი ბილაპსმა უარი თქვა "კლივლენდის" გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი - ფინანსური საკითხია. ESPN-ზე მუშაობისას, ყოფილი კალათბურთელი უფრო მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მას კლუბი სთავაზობდა.

- "ფინიქს სანზმა" გაიფორმა მცველი მაიკ ჯეიმსი. 26 წლის კალათბურთელმა ბოლო ხუთი სეზონი ევროპაში გაატარა, მისი ბოლო კლუბი კი საბერძნეთის "პანათინაიკოსი" იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეტყობა, რა ოქრო და ბრილიანტი კალათბურთელია, კაცობაშიც ისაა
მერაბი გ.
13:32 05-07-2017
0
კაპიკსაც არ დაკარგავს, ხელფასს დაიკლებს მაგრამ ამ ნაბიჯით სარეკლამო შემოსავლებს გაიორმაგებს.
tanto
12:50 05-07-2017
0

სიახლეები პოპულარული