"კავალიერზი" 28 წლის გამთამაშებელს ერთწლიან კონტრაქტსა და ხელფასის სახით ორ მილიონ დოლარს სთავაზობს.
"კლივლენდის" გარდა, ლიგის ყოფილ MVP-ზე პრეტენზიას აცხადებს "ლეიკერსი", რომლის წარმომადგენლებსაც როუზი უკვე ელაპარაკა. მცველის დაბრუნება ასევე სურს "ჩიკაგოს".
დერიკ როუზის ბოლო კლუბი "ნიუ იორკ ნიქსი" იყო. მის რიგებში გამთამაშებელმა 64 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 18.0 ქულა, 4.4 შედეგიანი პასი და 3.8 მოხსნა დააგროვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული