სუპერფინალური სერიის გადამწყვეტ, მე-7 მატჩში "მაიამიმ" საკუთარ არენაზე "სან ანტონიო სპურზი" 95:88 დაამარცხა (საერთო სერია 4:3) და საუკეთესო გუნდის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
სუპერსერიის გადამწყვეტ, მეშვიდე დაპირისპირებაში მაიამის "ამერიქან ეარლაინზ არენაზე" შეკრებილმა 20 ათასმა მაყურებელმა უმაღლესი კლასის კალათბურთი იხილა.
ფინალური სერიის საუკეთესო მოთამაშედ (MVP) "მაიამი ჰიტის" სუპერვარსკვლავი - ლებრონ ჯეიმსი დასახელდა.
ლებრონმა მოედანზე 45 წუთი გაატარა და ფენომენალური შედეგი აჩვენა - 37 ქულა, 12 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა
აღსანიშნავია, რომ ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ბოლო 2 სეზონის განმავლობაში საუკეთესო ხდება როგორც რეგულარულ ჩემპიონატში, ასევე ფინალურ სერიებში.
"მაიამის" შემადგენლობაში 23 ქულასა და 10 მოხსნას მოუყარა თავი დუეინ უეიდმა, 18 ქულა ჰქონდა შეინ ბეტიეს, ხოლო 14 - მარიო ჩალმერსს.
სანანტონიოელთა შორის ყველაზე შედეგიანი 37 წლის ვეტერანი ცენტრი - ტიმ დანკანი იყო 24 ქულითა და 14 მოხსნით.
19 ქულა და 16 მოხსნა მოაგროვა კავაი ლეონარდმა, თუმცა საბოლოოდ "სან ანტონიოს" ვერც ამ კალათბურთელებისა და ვერც ემანუელ ჯინობილისა და ტონი პარკერის თამაშმა უშველა.
იხილეთ ვიდეო
მაიამი - სან ანტონიო 95:88 (18:16, 28:28, 26:27, 23:17)
მაიამი: ლებრონ ჯეიმსი (37ქ, 12მ, 4პ), უეიდი (23ქ, 10მ, 2დ), ბატიე (18ქ), ჩელმერზი (14ქ), ანდერსენი (3ქ), ალენი (4პ), ბოში (7მ), მილერი, ჰასლემი.
სან ანტონიო: დანკანი (24ქ, 12მ, 4ჩ), ლეონარდი (19ქ, 16მ), ჯინობილი (18ქ, 5პ), პარკერი (10ქ, 4პ, 3ჩ), გრინი (5ქ, 5მ), დიაო (5ქ), ნილი (5ქ), სპლიტერი (2ქ), ჯოზეფი.
სერიის ანგარიში - 4:3
msy.gov.ge