არადა, "მაიამისთან" სერიაში ტექსასელებმა ნამდვილი საჩემპიონო ხასიათი გამოავლინეს და არანაკლებ იმსახურებდნენ გამარჯვებას. დანკანის მებრძოლი სული ფინალის შემდეგაც გამოჩნდა, როცა მან ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს კარიერის დასრულებას.
- ოთხი ჩემპიონობის შემდეგ, პირველად წააგეთ NBA-ის ფინალური სერია. რა ემოციები გქონდათ ფინალის დასრულების შემდეგ?
- რა თქმა უნდა, იმედგაცრუება. ზედიზედ ორ მატჩში დასასრული ძალიან დაძაბული იყო და ორივეჯერ წარუმატებლად ვითამაშეთ: ვაცილებდით სროლებს, ვუშვებდით შეცდომებს... სიმართლე
- “სან ანტონიომ” ბრწყინვალედ ჩაატარა მთელი სერია დაცვის მხრივ, გამონაკლისი არც მეშვიდე მატჩი ყოფილა. მაგრამ, როცა “მაიამიმ” დაიწყო საშუალო და შორი ტყორცნების გამოყენება, “სპურსმა” ამის წინააღმდეგ ვერაფერი მოიფიქრა...
- ჩვენ ვახერხებდით მატჩის მსვლელობისას გადაწყობას. როცა “ჰიტი” ზუსტად ისროდა, ვცდილობდით ამისთვის ხელი შეგვეშალა: მეტოქესთან ახლოს ვთამაშობდით, ორმაგ მეურვეობას ვიყენებდით, სხვა ცვლილებები შეგვქონდა. მაგრამ მეტოქე მაინც აგდებდა ბურთს კალათში. და საბოლოოდ, იმდენი ჩააგდო, რამდენიც მატჩისა და სერიის მოგებისთვის იყო საჭირო. ამას უნდა შევეგუოთ. “მაიამის” ფარქვეშ არ ვუშვებდით, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი, ლებრონი უბრალოდ ფანტასტიკური იყო. დიდი მცდელობით მიუხედავად, მისი გაჩერება ვერაფრით შევძელით.
- თქვენი აზრით, რამდენად მალე დაივიწყებს გუნდი ამ იმედგაცრუებას და გააცნობიერებს, რომ ისედაც ბევრს მიაღწია ამ სეზონში? არა მხოლოდ იმით, რომ ფინალამდე მიაღწია, არამედ ბრწყინვალე სერია გამართა “ჰიტის” წინააღმდეგ.
- ეს ძალიან რთული კითხვაა. იმ სიტუაციაში, როცა რამდენიმე სეზონია ჩვენი გუნდის ჩამოწერას ცდილობენ, ფინალში გასვლა, მეექვსე მატჩის თითქმის მოგება, მეშვიდე მატჩში ბოლომდე ბრძოლა - ეს მართლაც უდიდესი მიღწევაა. მაგრამ, ამავდროულად, ჩემპიონობის მოპოვების ორი შესანიშნავი შანსი გავუშვით ხელიდან და ეს ძალიან რთული გადასატანია.
- როცა მთლიანად ფინალურ სერიას იხსენებთ, ალბათ, გონებიდან არ ამოგდით მეექვსე მატჩი.
- მე უფრო მეტს ვფიქრობ მეშვიდე მატჩში ფარქვეშიდან აცილებაზე, რითაც ანგარიშის გათანაბრება შემეძლო. ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში ცუდი გადაწყვეტილება მივიღე და ვერ შევძელი დუეინისა და ლებრონის შეჩერება - აი, ამის გამო ვარ განაწყენებული.
- შეიძლება ჯერ ადრეა ამ კითხვის დასმა, მაგრამ დაბრუნდებით მომავალ წელს მოედანზე?
- მე მოქმედი კონტრაქტი მაქვს. მასში წერია, რომ დავბრუნდები.
- ე. ი. კარიერის დასრულებას ახლა არ აპირებთ?
- ახლა არა.
- თქვენი თანაგუნდელები რჩებიან?
- მათთან ამაზე არ მილაპარაკია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ფინალის ფინალი: მეფე ლებრონ ჯეიმსი ისევ ტახტზეა