ალენ აივერსონმა წასვლა გადაწყვიტა

AutoSharing Option
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი ვარსკვლავი ალენ აივერსონი უახლოეს დღეებში კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას აპირებს, - წერს SLAM ONLINE.

კარიერის დიდი ნაწილი აივერსონმა "ფილადელფიას" შემადგენლობაში გაატარა, რომელთან ერთადაც 2001 წელს NBA-ს ფინალში ითამაშა.

სულ ალენმა "სიქსერზის" რიგებში 12 სეზონი ითამაშა, აქედან 11-ჯერ "ყველა ვარსკვლავის მატჩის" მონაწილე იყო, 2000-01 წლების სეზონში კი MVP-ის ტიტული მოიპოვა.

პროფესიულ დონეზე თავისი ბოლო მატჩი აივერსონმა 2011 წელს, თურქული "ბეშიქთაშის" რიგებში ჩაატარა. NBA-ში ბოლო თამაში კი 2010 წელს გამართა "ფილადელფიას" შემადგენლობაში.

"ის იყო უდიდესი ათლეტი
იმათგან, ვისაც აქამდე შევხვედრივარ. არ მგონია, კიდევ გამოჩნდეს მისი მსგავსი",
- განაცხადა ლარი ბრაუნმა, რომელიც აივერსონს 1997-2003 წლებში წვრთნიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული