NBA-ის ორგზის ჩემპიონი პოლიციამ დააკავა

AutoSharing Option
NBA-ის ორგზის ჩემპიონი, ფორვარდი ლამარ ოდომი პოლიციამ დააკავა მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. კალათბურთელი ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

პოლიციელებმა კალიფორნიის შტატში, სან ფერნანდოს დასახლებაში შეამჩნnეს ოდომის მანქანა, რომელიც ქაოტურად მოძრაობა ტრასაზე, შემდეგ კი საერთოდ გადავიდა გზიდან. პოლიციელების თქმით, კალათბურთელი სვლას აგრძელებდა, როცა მათ მანქანის გაჩერება სცადეს.

სამართალდამცავების ოქმიდან ირკვევა, რომ ოდომი იმდენად გაბრუებული იყო, რომ ვერ შეძლო სიფხიზლეზე ტესტის გავლა, მოგვიანებით, კალათბურთელი 15 ათასის გადახდის შემდეგ, თავდებში გაანთავისუფლეს.

ამასობაში, ოდომთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ სკანდალებს გამოეხმაურა NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი დენის
როდმანი. სკანდალურად ცნობილმა კალათბურთელმა განაცხადა, რომ არ ესმის ლამარ ოდომის საქციელი.

"ასეთი რამ ჩემთვის გაუგებარია: შენ ბევრი ფული გაქვს და მაინც ისეთი მოსაწყენი გეჩვენება ყველაფერი, რომ ასეთი უკიდურესობამდე მიდიხარ. ამ ყველაფერში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ლამარი არ არის ცუდი ბიჭი.

ის ხშირად დადიოდა ჩემს რესტორნებსა და კლუბებში და კარგი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ მესმის, რატომ იმალება სასტუმროში. შესანიშნავი ცხოვრება გაქვს, ბევრ ფულს შოულობ, ლამაზი სახლი გაქვს, ლამაზი ოჯახი გიმშვენებს მხარს... ჩემთვის ეს გაუგებარია"
, - განაცხადა როდმანმა Huff Post-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლამარ ოდომი - "კლიპერსის" ახალი ვარსკვლავი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული