პოლიციელებმა კალიფორნიის შტატში, სან ფერნანდოს დასახლებაში შეამჩნnეს ოდომის მანქანა, რომელიც ქაოტურად მოძრაობა ტრასაზე, შემდეგ კი საერთოდ გადავიდა გზიდან. პოლიციელების თქმით, კალათბურთელი სვლას აგრძელებდა, როცა მათ მანქანის გაჩერება სცადეს.
სამართალდამცავების ოქმიდან ირკვევა, რომ ოდომი იმდენად გაბრუებული იყო, რომ ვერ შეძლო სიფხიზლეზე ტესტის გავლა, მოგვიანებით, კალათბურთელი 15 ათასის გადახდის შემდეგ, თავდებში გაანთავისუფლეს.
ამასობაში, ოდომთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ სკანდალებს გამოეხმაურა NBA-ის ხუთგზის ჩემპიონი დენის
"ასეთი რამ ჩემთვის გაუგებარია: შენ ბევრი ფული გაქვს და მაინც ისეთი მოსაწყენი გეჩვენება ყველაფერი, რომ ასეთი უკიდურესობამდე მიდიხარ. ამ ყველაფერში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ლამარი არ არის ცუდი ბიჭი.
ის ხშირად დადიოდა ჩემს რესტორნებსა და კლუბებში და კარგი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა. არ მესმის, რატომ იმალება სასტუმროში. შესანიშნავი ცხოვრება გაქვს, ბევრ ფულს შოულობ, ლამაზი სახლი გაქვს, ლამაზი ოჯახი გიმშვენებს მხარს... ჩემთვის ეს გაუგებარია", - განაცხადა როდმანმა Huff Post-თვის მიცემულ ინტერვიუში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლამარ ოდომი - "კლიპერსის" ახალი ვარსკვლავი