ჯამში NBA-ს დიდების დარბაზში 12 ადამიანი შეიყვანეს: კალათბურთელები - გერი პეიტონი, ოსკარ შმიდტი, ბერნარდ კინგი, როჯერ ბრაუნი, რიჩარდ გერინი და დეუნ სტელი; მწვრთნელები - რიკ პიტინო, ჯერი ტარკანიანი, გაი ლუისი და სილვია ჰეტჩელი; NBA-ს ყოფილი კომისარი რას გრანიკი და ედვინ ჰენდერსონი, რომელიც კალათბურთში აფროამერიკელების უფლებების დასაცავად იბრძოდა.
ამ 12 ადამიანს შორის, რა თქმა უნდა, გამორჩეულია გერი პეიტონი, რომელსაც ცხრაჯერ უთამაშია "ყველა ვარსკვლავის მატჩში". ის აგრეთვე თამაშობდა
ასევე უნდა აღვნიშნოთ ოსკარ შმიდტი, რომელსაც NBA-ში არასოდეს უთამაშია. ის კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სნაიპერი იყო. შმიდტი რვაჯერ გახდა ბრაზილიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, შვიდჯერ იტალიის და ერთხელ ესპანეთის ლიგის საუკეთესო მექულე.
ბრაზილიელმა კარიერაში ხუთ ოლიმპიადაზე მოასწრო გამოსვლა და ჯამში 1093 ქულა დააგროვა, რაც ყველა დროის რეკორდია. სანაკრებო დონეზე შმიდტმა ყველაზე დიდ გამარჯვებას 1987 წელს, ინდიანაპოლისში მიაღწია, როცა პანამერიკული თამაშების ფინალში ბრაზილიამ ფინალში დაამარცხა აშშ-ის ნაკრები. იმ მატჩში ოსკარმა 46 ქულა დააგროვა.
1991 წელს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ შმიდტი ყველა დროის 50 უდიადეს კალათბურთელს შორის შეიყვანა, 2010 წელს კი FIBA-ს დიდების დარბაზის წევრი გახდა.
1984 წელს "ნიუ ჯერსი ნეტსმა" დრაფტის მეექვსე რაუნდში აირჩია ბრაზილიელი, მაგრამ შმიდტს NBA-ში არასოდეს უთამაშია და ბოლომდე ბრაზილიის ნაკრების ერთგული დარჩა. ამჟამად ოსკარი კიბოთია დაავადებული და ამ მძიმე სენს ებრძვის.
დურანტი "ოკლაჰომას" ერთგულია
"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერი კევინ დურანტი ევროპულ ტურნეში იმყოფება. პარიზში ჟურნალისტებთან ურთიერთობისას მან აღნიშნა, რომ არ ფიქრობს მომავალში გუნდის შეცვლაზე.
"მე მომწონს ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. სიამოვნებით ვთამაშობ "ოკლაჰომას" შემადგენლობაში. მომწონს ჩვენი გულშემატკივრები, გუნდი, მომწონს ყველაფერი, რაც ამ ქალაქს უკავშირდება. არ ვაპირებ "ოკლაჰომა-სიტის" დატოვებას", - განაცხადა დურანტმა.
მაიამი ბიზლის დაბრუნებას ფიქრობს
"მაიამი ჰიტის" ხელმძღვანელობა განიხილავს ფორვარდ მაიკლ ბიზლის დაბრუნების შესაძლებლობას, - იტყობინება Yahoo! Sports.
2008 წელს ფლორიდულმა კლუბმა დრაფტზე მეორე ნომრად აირჩია ეს კალათბურთელი. 2010 წელს "ჰიტმა" ის შემადგენლობიდან დაითხოვა სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის და შესაბამისად, ლებრონ ჯეიმსისა და კრის ბოშის გაფორმებისთვის.
2012-13 წლების სეზონი ბიზლიმ "ფინიქსის" რიგებში გაატარა, მაგრამ გასულ კვირას გაანთავისუფლეს გუნდიდან.
როგორც ინტერნეტგამოცემა წერს, "მაიამის" ვეტერანთა ჯგუფმა მხარი დაუჭირა პრობლემური ფორვარდის შესაძლო ტრანსფერს. ბიზლიც დაინტერესებულია ფლორიდაში დაბრუნებით.
მკურნალობა დაიწყო და... შეწყვიტა
როგორც Peoples.com იტყობინება, ლამარ ოდომმა გადაწყვიტა, ნარკოტიკებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ სამედიცინო კურსი გაიაროს, თუმცა სარეაბილიტაციო ცენტრში შესვლიდან ერთი დღის თავზე მან მკურნალობის მიტოვება გადაწყვიტა. წყაროს ცნობით, "კლიპერსის" ყოფილმა ფორვარდმა სამედიცინო დაწესებულებას ოთხშაბათს დილით მიაკითხა და ის ხუთშაბათს შუადღისას დატოვა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს პრესაში გაჩნდა ინფორმაცია ოდომის დაკარგვის შესახებ. მოგვიანებით გავრცელებული ჭორების თანახმად, ფორვარდი ამ დროს ნარკოტიკებს მოიხმარდა. მოთამაშის აგენტი უარყოფდა მსგავს სიახლეებს, მაგრამ ინფორმაცია დადასტურდა. შემდეგ ოდომმა განაცხადა, რომ აპირებს მკურნალობის კურსის გავლას და დახმარებისთვის მეგობრებს მიმართა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლამარ ოდომის საყვარელი საქმიანობა: კოკაინი მატჩის წინ