ვარაუდობენ, რომ გარიგების შესახებ ოფიციალურად "ჰიტის" საწვრთნელი ბანაკის გახსნის წინ გამოაცხადებენ. ფლორიდული კლუბი შეკრებას ბაჰამის კუნძულებზე გაივლის.
42 წლის სპეციალისტი ხუთი წელია ავარჯიშებს "მაიამის". ამ დროის განმავლობაში მან სამჯერ გაიყვანა გუნდი NBA-ს ფინალში და ორჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული.
ამასობაში "მაიამის" ყოფილი ფორვარდი ჯუვან ჰოვარდი სპოელსტრას თანაშემწე გახდა. ამის შესახებ კლუბმა 30 სექტემბერს გამოაცხადა ოფიციალურად. ჰოვარდი პასუხისმგებელი იქნება "ჰიტის" მოთამაშეთა განვითარებაზე.
ჯუვანმა
დაკომპლექტება გრძელდება
გასულ უქმეებზე ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში რამდენიმე გარიგება შედგა.
პირველ რიგში, ვთქვათ იმის შესახებ, რომ "ორლანდო მეჯიქმა" გამოისყიდა 34 წლის ფორვარდის, ჰედო თურქოგლუს კონტრაქტი. უახლოეს დღეებში გამოცხადდება თურქი კალათბურთელის კლუბიდან წასვლის შესახებ.
თურქოგლუს კონტრაქტი "მეჯიქთან" კიდევ ერთი წელი უნდა ყოფილიყო ძალაში და ფორვარდს 12 მილიონი დოლარი ეკუთვნოდა, მაგრამ ახლა, ჰედო ამ თანხის ნახევარს მიიღებს. თურქოგლუ, რომელმაც თებერვალში აკრძალული პრეპარატის გამოყენებისთვის 20-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, მზად იყო მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის და უკვე მოელაპარაკა თურქულ "ფენერბაჰჩეს".
* * *
"ნიუ იორკ ნიქსის" ხელმძღვანელობამ დაადასტურა კონტრაქტის გაფორმება თავისუფალ აგენტ იკე დიოგუსთან.
ფორვარდმა გასული სეზონი ჩინურ კლუბ "გუანდუნში" გაატარა, რომლის რიგებში 16.9 ქულასა და 9.7 მოხსნას აგროვებდა. შემდეგ პუერტო-რიკოში "ლეონეს დე პონსეში" თამაშობდა და იქ სტატისტიკა 19.0 ქულა და 8.6 მოხსნა იყო.
ნიგერიელის მხრებზეა NBA-ში გატარებული ექვსი სეზონი. თავისი ბოლო მატჩი მან ასოციაციაში 2011-12 წლების სეზონში, "სან ანტონიოს" მაისურით ჩაატარა.
* * *
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" კონტრაქტი გააფორმა ჰოლანდიელ ცენტრთან, დენ გაძურიჩთან. კალიფორნიულ კლუბთან 35 წლის მოთამაშის კონტრაქტის დეტალები ცნობილი არ არის.
გასული სეზონი გაძურიჩმა ვენესუელას ჩემპიონატში ითამაშა. კლუბ "მარინოსში" გამართულ 30 მატჩში საშუალოდ 10.1 ქულა და 6.3 მოხსნა დააგროვა.
NBA-ში ჰოლანდიელს 10 სეზონი აქვს გატარებული. თამაშობდა "მილუოკიში", "გოლდენ სტეიტში", "ნიუ ჯერსისა" და "ნიუ იორკში". მისი საშუალო მაჩვენებლები 4.7 ქულასა და 4.4 მოხსნას შეადგენდა. გაძურიჩისთვის საუკეთესო იყო 2004-05 წლების სეზონი, როცა ის "მილუოკის" სასტარტო ხუთეულის წევრი იყო და საშუალოდ 7.3 ქულითა და 8.3 მოხსნით ეხმარებოდა გუნდს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შაკი და პირველი ლედი