2014 წლის სუპერფინალში პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი იმ დროის სუპერაღმოჩენას დაეჯახა. აღმოჩენა, რომელმაც 2013 წელს საუკეთესოსთან დათმო ტიტული. კავაი ფიქრობდა, რომ მისი სამომავლო სიდიადისთვის "მეფესთან" ორჯერ წაგება უმძიმესი იქნებოდა და 2014 წელს რევანშის დროც დადგა.
ლებრონი იხსენებს:
,,მე მესამე ტიტულზე მივდიოდი და დაბრკოლება ერთადერთი იყო. "სან ანტონიოს" ლეგენდარული კალათბურთელები ჰყავდა, თუმცა ახალგაზრდა ბიჭი საუკეთესო გახლდათ. ხმას არ იღებდა და ვერც ვზომავდი ზედიზედ მესამედ ჩემპიონობის შანსებს. ბოლოს დავმარცხდი და, უბრალოდ, მივულოცე მას..."
ერიკ სპოელსტრამ მათ ურთიერთობაზე ისაუბრა:
,,ისინი ერთმანეთის შესაძლებლობებს და
კავაი არაფერს იხსენებს.
ორი სუპერზე სუპერვარსკვლავი, ორივე საქმეშია და ორივე ტიტულისთვის იბრძვის. მათი გზები სუპერფინალამდე გადაიყრება, თუმცა მანამდე, რამდენიმე ბარიერია გადასალახი. დიდი ალბათობით, კლასით და სიმაღლით გადალახავენ და კიდევ ერთხელ ვნახავთ დიდებულთა შორის სუპერდაპირისპირებას. მაინც ძველი სკოლის ბიჭები არიან...
წყარო: Sixth Man - ბლოგი კალათბურთზე