ლამარ ოდომი მამის დემონებმა დაღუპეს

AutoSharing Option
NBA-ს ორგზის ჩემპიონმა ლამარ ოდომმა საკუთარი მამა დაადანაშაულა იმაში, რომ ის იყო თავისი ვაჟისთვის "ბოროტების საფუძველი", რამაც კალათბურთელი ცხოვრების იმ წესამდე მიიყვანა, რომელსაც ის ახლა ეწევა.

თუმცა, პირველ რიგში, ის ამ ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებს. შეგახსენებთ, რომ კალათბურთელს ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემები აქვს და პერიოდულად აკითხავს სარეაბილიტაციო ცენტრს.

გასული სეზონი ფორვარდმა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" შემადგენლობაში გაატარა. კალიფორნიული კლუბი ოდომთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ სწორედ ნარკოტიკებთან პრობლემების გამო გადაიფიქრა ამის გაკეთება.

"ის არ იყო ჩემ გვერდით, როცა ვიზრდებოდი. ის საკუთარი დემონების გამო
იტანჯებოდა. მე დედამ და ბებიამ გამზარდეს, აგრეთვე - ქუინსმა (ნიუ იორკის რაიონი).

ეს ადამიანი ჩემს ქორწილშიც არ იყო მიწვეული. ის არასოდეს დაკავშირებია დედაჩემსა და ჩემი ოჯახის სხვა წევრებს. როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც ჩემთვის არასოდეს დაურეკავს, საკუთარ შვილად მომიხსენიოს. ის არის ჩემი დაცემის მიზეზი. ერთადერთი, რაც მან გადმომცა, მისი დემონები იყვნენ",
- დაწერა თავის "ტვიტერზე" ოდომმა.

ასევე იხილეთ:
ლამარ ოდომის საყვარელი საქმიანობა: კოკაინი მატჩის წინ
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული