როგორც ჟურნალისტებისთვის გახდა ცნობილი, ლამარი "ლეიკერსის" ხელმძღვანელობას შეხვდა. ჯერჯერობით უცნობია, რა შედეგით დასრულდა ეს მოლაპარაკება, თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ კალიფორნიულ გრანდს დღეს ისე უჭირს შემადგენლობის მხრივ, რომ ნებისმიერს აძლევს შანსს.
სავარაუდოდ, ისინი უარს არ იტყვიან კალათბურთელზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ასოციაციის საუკეთესო მეექვსე მოთამაშე
"სპურსის" უარი მაგეტის
ამასობაში NBA-ს კიდევ ერთი ვეტერანი კორი მაგეტი ახლოსაა კარიერის დასრულებასთან. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის დასაწყისში ლიგის ერთ-ერთმა საუკეთესო მსროლელმა განაცხადა - თუ "სან ანტონიო სპურსის" შემადგენლობაში ადგილს ვერ მოვიპოვებ, კალათბურთს ოფიციალურად დავანებებ თავსო.
კორი საწვრთნელ შეკრებას სწორედ "სპურსის" რიგებში გადიოდა და რამდენიმე საწვრთნელი შეხვედრაც ჩაატარა, მაგრამ არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მაგალითად, "დენვერთან" მატჩში თამაშიდან რვაჯერ ისროლა და შვიდი ბურთი ააცილა, დააგროვა მხოლოდ სამი ქულა და ამდენივე შეცდომა დაუშვა. ეს ძალიან ცოტაა იმ მოთამაშისთვის, რომელიც ხუთი წლის წინ საშუალოდ მატჩში 22.1 ქულას აგროვებდა.
საბოლოოდ, ლიგის ვიცე-ჩემპიონმა მაგეტისთან კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა, რითაც, სავარაუდოდ, წერტილი დაუსვა მის კარიერას.
ჯეიმსმა კერპები დაასახელა
ლიგის უპირველესმა ვარსკვლავმა, "მაიამი ჰიტის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა თავისი ახალგაზრდობის კერპების შესახებ მოუყვა ჟურნალისტებს.
"რა თქმა უნდა, მაიკლ ჯორდანს უდიადეს მოთამაშედ განვიხილავ. მის გარეშე ვერ ვიარსებებდი. მან მე იმედი მომცა. ჯერ კიდევ ბავშვობაში მისგან აღმაფრენა მივიღე. კვლავაც ვუყურებ ფილმებს მის შესახებ. ზაფხულში, შვებულების დროს თავიდან ვნახე "იფრინე ჩემთან ერთად", "ჯორდანის მოედანი"...
მუდმივად ვადევნებ მას თვალს, ვცდილობ, რაღაც ახალი ვისწავლო. მატჩების ფრაგმენტებსაც კი ვუყურებ. მაგალითად, გუშინ გავიხსენე ის მომენტი, როცა მაიკლმა უკვე "ვაშინგტონში" თამაშისას 51 ქულა დააგროვა. მანამდე მას ჰქონდა თამაში, რომელშიც 10 ქულასაც კი ვერ მოუყარა თავი, "შარლოტს" კი 51 ქულა ჩაუგდო.
რამდენად ხშირად ვუყურებ სხვა მოთამაშეების ჩანაწერებს? საკმაოდ ხშირად. რა თქმა უნდა, ამ მხრივ უკონკურენციოდაა ჯორდანი, მაგრამ ალენ აივერსონის ვიდეოებიც მომწონს. აივერსონისგან ვერაფერს გადმოვიღებ, მხოლოდ ბრძოლის ჟინს. მიჩნეულია, რომ მისი სიმაღლე 183 სანტიმეტრია, მაგრამ ის უფრო დაბალი ჩანს. 72 კილოგრამი - თქვენ გჯერათ, რომ ის ამდენს იწონიდა? მაგრამ ის ორმეტრიანი მცველივით თამაშობდა.
თუ ლაპარაკია თამაშის დასრულებაზე, ქულების დაგროვებაზე, ამ მხრივ ალენი ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ვინც მინახავს. ის მთლიანად იხარჯებოდა მოედანზე. როცა ვიზრდებოდი, აივერსონი ჩემი მეორე საყვარელი მოთამაშე იყო", - განაცხადა ჯეიმსმა ESPN The Magazine-თან ინტერვიუში.
ჩიტის მოპარული კონტრაქტი
აბსურდულ სიტუაციაში აღმოჩნდა "სან ანტონიო სპურსის" ვეტერანი მანუ ჯინობილი. ეს ისტორია ზაფხულში მოხდა, როცა არგეტინელი სამშობლოში იმყოფებოდა. მცველმა ფოსტით მიიღო კლუბისგან ახალი ერთწლიანი კონტრაქტი, რის შემდეგაც კალათბურთელი ბუენოს აირესის პარკს ეწვია, სადაც შადრევნის შხეფებითა და შეყვარებული წყვილების ცქერით ტკბებოდა.
ჯინობილი იმდენად გაერთო ამ მომენტით, რომ ვერ შეამჩნია, როგორ დაკარგა ჩანთა, რომელშიც პასპორტი, ტელეფონი, პლანშეტი და "სპურსის" კონტრაქტი იდო.
ქურდები? სულაც არა. ეს მნიშვნელოვანი ნივთები ჩიტმა გაიტაცა! "ჩვენ ვფიქრობდით, რომ იქნებ ეს ყველაფერი eBay-ზე გამოჩენილიყო, მაგრამ ასე არ მოხდა", - ხუმრობით განაცხადა ყოფილმა კალათბურთელმა შონ მარქსმა, რომელიც ახლა ტექსასურ კლუბში მუშაობს. ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ "სპურსის" ერთ-ერთი თანამშრომელი ჩავიდა ბუენოს აირესში და პირადად მიუტანა კონტრაქტი ჯინობილის.
NBA. საკონტროლო მატჩები
ვაშინგტონი-მაიამი 100:82
23:27, 28:22, 32:16, 17:17
ვ: ბილი (29), ჰარინგტონი (14), უოლი (13+8 პასი+5 ჩაჭრა), არიზა (13+9 მოხსნა+5 პასი).
მ: ბატიე (14), უეიდი (14+5 მოხსნა), მეისონი (13+7 მოხსნა), ბოში (13+8 მოხსნა), ჯეიმსი (10).
კლივლენდი-შარლოტი 74:92
27:17, 15:23, 17:32, 15:20
კ: ირვინგი (15), მაილზი (15).
შ: უოკერი (14+5 პასი+3 ჩაჭრა), ჰენდერსონი (13), მაკრობერტსი (11+4 ჩაჭრა), სეშენსი (11), გორდონი (10), ბიიომბო (5+11 მოხსნა).
ბრუკლინი-ბოსტონი 82:80
24:18, 22:25, 16:20, 20:17
ბრუ: ლოპესი (20+3 დაფარება), ბლეტჩი (14+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), პირსი (4+10 მოხსნა+5 პასი).
ბოს: ლი (14+3 ჩაჭრა), გრინი (12), ჰემფრიზი (12+8 მოხსნა), ოლინიკი (10), კროუფორდი (10+6 პასი+5 მოხსნა).
მემფისი-მილუოკი 102:99
32:23, 22:26, 25:24, 23:26
მემ: პონდექსტერი (24), გასოლი (18+7 პასი+6 მოხსნა), ბეილესი (18), კონლი (17+3 ჩაჭრა), დევისი (6+10 მოხსნა).
მილ: ნაითი (19+5 მოხსნა), მიდლტონი (15), მაიო (14), რიდნური (13), სანდერსი (11+5 მოხსნა), ჰენსონი (8+12 მოხსნა).
ოკლაჰომა-დენვერი 109:81
30:17, 24:22, 33:24, 22:18
ო: დურანტი (36+6 მოხსნა), იბაკა (13+9 მოხსნა+5 პასი), სეფოლოშა (13+6 მოხსნა).
დ: მილერი (10), რობინსონი (10).
ფინიქსი-კლიპერსი 96:102
24:33, 23:30, 19:13, 30:26
ფ: დრაგიჩი (20), გორტატი (12+5 მოხსნა), ფრაი (11), მარკიფ მორისი (10+5 მოხსნა).
კ: პოლი (24+9 პასი+5 მოხსნა), მალენსი (15), გრინი (15), კროუფორდი (13+5 მოხსნა), დადლი (12), ჯორდანი (11+11 მოხსნა+5 დაფარება).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სტატისტიკა ლაპარაკობს: კევინ დურანტი ვერ გაჩემპიონდება