კარმელო ენტონი თავისუფლებას ირჩევს

AutoSharing Option
"ნიუ იორკ ნიქსის" ვარსკვლავმა კარმელო ენტონიმ გაზეთ New York Observer-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის გაააქტიურებს თავის კონტრაქტში პუნქტს, რომლის მიხედვითაც, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულების ბოლო წელზე და გავიდეს თავისუფალი აგენტების ბაზარზე.

"ვფიქრობ, რომ ეს არის შესაძლებლობა, რომლის მიღებასაც ნებისმიერი კალათბურთელი ერთხელ მაინც ისურვებდა ცხოვრებაში. გადაწყვეტილია, რომ თავისუფალი აგენტი გავხდები", - განაცხადა 29 წლის კალათბურთელმა, რომელიც 2012-13 წლების სეზონში რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო სნაიპერი გახდა. თუ კარმელომ ჩანაფიქრი განახორციელა, ის მომავალი წლის ზაფხულში გახდება თავისუფალი აგენტი.

თუ თანხებზე ვილაპარაკებთ, თავისუფალი აგენტის სტატუსით
"ნიუ იორკთან" მოლაპარაკებებისას ენტონიმ, შესაძლოა, ხუთწლიან და 130-მილიონიან კონტრაქტს გამოჰკრას ხელი, სხვა გუნდებისგან კი მიიღებს მაქსიმალურ კონტრაქტს – 95 მილიონი ოთხი წლის სანაცვლოდ.

კობი - საუკეთეოებში 25-ე
ავტორიტეტულმა პორტალმა ESPN-მა მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნა - მან შეადგინა ლიგის საუკეთესო მოთამაშეების სია. შედეგი უცნაური გამოვიდა - 25-ე (!) ადგილზე გავიდა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი. ლეგენდა ჟოაკიმ ნოას, როი ჰიბერტისა და ჯონ უოლის უკან აღმოჩნდა. გაუგებარია, რითი ხელმძღვანელობდნენ პორტალის ჟურნალისტები.

ამასთან, საინტერესოა, რომ ჟურნალი "სპორტს ილუსტრეიტედში" ამ დღეებში გამოვა შესანიშნავი მასალა "ლეიკერსის" ლიდერზე. მათთვის, ვინც არ გახლავთ კობის თაყვანისმცემელი, წაკითხვა აუცილებელია. მასში ბევრი საინტერესო ისტორიაა მოთხრობილი.

ამასობაში, იმავე ESPN-მა NBA-ს 26 მოთამაშეს შორის ჩაატარა ანონიმური გამოკითხვა. კითხვა ასე ჟღერდა - ვის მიანდობდით გადამწყვეტ ტყორცნას, თუ მოედანზე ერთდროულად იქნებოდნენ მაიულ ჯორდანი, კობი ბრაიანტი და ლებრონ ჯეიმსი? მაიკლმა 88 პროცენტი მიიღო, კობიმ დარჩენილი 12 პროცენტი, ლებრონს კი არავინ მისცა ხმა.

NBA. საკონტროლო მატჩები

ტორონტო-ბოსტონი 99:97
31:26, 20:27, 29:17, 19:27
ტ: როსი (15), ფილდსი (14+7 მოხსნა), ლაური (11), ვალანჩუნასი (10), გეი (10).
ბ: ბრუქსი (17), ოლინიკი (13+9 მოხსნა), გრინი (13), ფავერანი (13), სალინჯერი (10+5 მოხსნა), ბრედლი (10).

ინდიანა-დალასი 85:92
25:23, 24:34, 11:22, 25:13
ი: ო. ჯონსონი (14+7 მოხსნა), სკოლა (14), სტივენსონი (13+6 მოხსნა), კოუპლენდი (11).
დ: მერიონი (18+11 მოხსნა), ელისი (13+9 პასი+3 ჩაჭრა), კრაუდერი (12), ნოვიცკი (11+5 მოხსნა).

ჩიკაგო-დეტროიტი 96:81
24:16, 31:18, 21:19, 20:28
ჩ: როუზი (22), სნელი (12+3 ჩაჭრა), გიბსონი (11+12 მოხსნა), ტიგი (11), ბუზერი (10).
დ: კლაუდელ-პოუპი (18+7 მოხსნა), ჟერებკო (14), მონრო (10+6 მოხსნა), დრამონდი (5+10 მოხსნა).

ჰიუსტონი-ორლანდო 108:104
33:29, 28:24, 21:20, 26:31
ჰ: ჰარდენი (21+5 მოხსნა), მოტეიუნასი (14+8 მოხსნა), ბევერლი (13+9 მოხსნა), გარსია (11), ჯონსი (10).
ო: მური (17), ნიკოლსონი (15+9 მოხსნა), აფლალო (13), ჰარკლესი (10+3 ჩაჭრა), ოსბი (10).

იუტა-პორტლენდი 92:99
27:24, 22:17, 23:32, 20:26
ი: კანტერი (23), გ. ჰეივორდი (20+7 პასი), ფეივორსი (10+17 მოხსნა).
პ: ლილარდი (24+3 ჩაჭრა), მი უილიამსი (17), ოლდრიჯი (16), ლოპესი (13+13 მოხსნა), მეტიუზი (11+8 მოხსნა+5 პასი), ბარტონი (10+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კევინ დურანტი: ესპანეთში წავალ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული