"ძალიან კარგია, რომ ისევ შემიძლია მატჩებში მონაწილეობა, - გახარებულია ვეტერანი მცველი. - აღდგენა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, ასე რომ, ჩემს დაბრუნებას წინ არაფერი უდგას".
"ნეტსის" დამრიგებელი ჯეისონ კიდიც ასევე ოპტიმიზმით უცქერს თავისი შეგირდის მონდომებას. "ის შესანიშნავად გამოიყურება. ჯეტს შესანიშნავად ესმის თამაში, იცის ქულების დაგროვება და ბევრი შავი სამუშაოს შესრულება. გარ
"ბრუკლინის" მოსალოდნელი სტუმრობა ბოსტონში მართლაც დიდი ინტერესს იწვევს, თუმცა ტერისგან განსხვავებით, "კელტების" წინააღმდეგ არ ითამაშებენ მისი ყოფილი წევრები - კევინ გარნეტი და პოლ პირსი. ეს ინფორმაცია კიდმა დაადასტურა და დაამატა, რომ ბოლო საწვრთნელ შეხვედრაში "მაიამის" წინააღმდეგ ამ კალათბურთელებს მოედანზე ვიხილავთ.
პირსმა დაადასტურა, რომ გუნდთან ერთად მასაჩუსეტსში მგზავრობის დიდი სურვილი არ აქვს. "თუ ამის შესაძლებლობა არსებობს, მირჩევნია ბოსტონში ერთხელ ჩავიდე სათამაშოდ - რეგულარული ჩემპონატის მსვლელობისას". ფორვარდმა 15 წელი ითამაშა "ბოსტონში" და მიაჩნია, რომ "მწვანეების" საშინაო არენაზე დაბრუნებისას ცრემლს ვერ შეიკავებს.
გამოდის, რომ ბრუკლინელი პირსის პირველი რანდევუ მშობლიურ კლუბთან არაუგვიანეს 26 იანვრისა შედგება.
კარმელო "ნიქსს" არ დატოვებს
ერთ-ერთ წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "ნიუ იორკ ნიქსის" ლიდერმა კარმელო ენტონიმ მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლა გადაწყვიტა. თუმცა სულ მალე მელომ განაცხადა, რომ არ სურს "ნიუ იორკის" დატოვება. ეს არც არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ენტონის "ნიქსში" ყველაფერი აქვს, რაც მას სჭირდება: სრული კარტ-ბლანში მოედანზე, უდიდესი ქალაქი დიდი შესაძლებლობებით და გუნდის ბაზა, რომელიც მის სახლთან ახლოს მდებარეობს.
"ნიუ იორკის" მთავარი მწვრთნელი მაიკ ვუდსონი დარწმუნებულია იმაში, რომ კარმელო "ნიქსიდან" არ გაიქცევა. იგივე აზრს გამოთქვამს ყოფილი კალათბურთელი და ამჟამად ჟურნალისტად მომუშავე ჯალენ როუზი.
ლებრონის ოცნება
ორი დღის წინ "მაიამის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა ონლაინ-კონფერენცია გამართა თავის გულშემატკივრებთან. იქ მან განაცხადა, რომ ნანობს მაიკ მილერის დაკარგვის გამო, მოსწონს მაიკლ ბიზლი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ფორვარდმა აღიარა - სურს თუნდაც ერთ მატჩში მაინც ითამაშოს ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში. შეგახსენებთ, რომ შარშანდელი სეზონის საუკეთესო კალათბურთელი სკოლის პერიოდში სწორედ ამერიკული ფეხბურთით იყო გატაცებული.
შესაძლებელია თუ არა ამ ოცნების ასრულება? ერთი მხრივ, NFL-ის ლიგის გუნდი სეზონში მხოლოდ 16 შეხვედრას ატარებს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ცალკეულ თამაშზე გაცილებით მაღალია, ვიდრე NBA-ში. მეორე მხრივ, რამდენიმე ვარიანტი მაინც არსებობს. მაგალითად, მოედანზე წინასასეზონო მატჩში გასვლა ან აუტსაიდერის რიგებში თამაში, როცა სატურნირო თვალსაზრისით შეხვედრის შედეგი არაფერს წყვეტს. სხვა თუ არაფერი, ეს კარგი რეკლამა იქნებოდა თავად ამერიკული ფეხბურთის ლიგისთვის.
NBA. საკონტროლო მატჩები
ატლანტა-მემფისი 82:90
14:28, 26:25, 28:17, 14:20)
ა: მილსეპი (19+8 მოხსნა+3 დაფარება), ტიგი (15+5 პასი).
მ: ბეილესი (22), დევისი (14+8 მოხსნა), გასოლი (10), ფრანკლინი (10+6 მოხსნა).
ორლანდო-დეტროიტი 87:86
19:27, 24:9, 29:18, 15:32
ო: მური (14), ჰარისი (13), ო'ქუინი (12+9 მოხსნა+4 დაფარება), ჰარკლესი (11), ნიკოლსონი (10+3 დაფარება), ოლადიპო (8+6 მოხსნა+7 პასი+3 ჩაჭრა.
დ: მონრო (19), დრამონდი (14+15 მოხსნა), სმიტი (13+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), სილვა (12+7 პასი), კალდუელ-პოუპი (11).
მინესოტა-ბოსტონი 104:89
31:27, 26:24, 24:21, 23:17
მ: ლავი (22+9 მოხსნა+3 ჩაჭრა), მარტინი (21+5 მოხსნა), რუბიო (15+7 პასი), პეკოვიჩი (12+7 მოხსნა)
ბ: უოლასი (16), გრინი (12), ბრედლი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), ბასი (10+8 მოხსნა).
ოკლაჰომა-იუტა 88:82
23:14, 26:26, 28:22, 11:20
ო: ჯექსონი (18+6 პასი), იბაკა (17+8 მოხსნა+4 დაფარება), სეფოლოშა (14+5 მოხსნა), ლემბი (12), კოლისონი (11+5 მოხსნა), ს. ადამსი (6+10 მოხსნა).
ი: გ. ჰეივორდი (18), კანტერი (15+7 მოხსნა), ბერქსი (10).
პორტლენდი-საკრამენტო 109:105
30:19, 23:25, 24:28, 32:33
პ: ლილარდი (28), მო უილიამსი (17+5 მოხსნა+5 პასი), ბატუმი (14+11 მოხსნა+5 პასი), რობინსონი (14+8 მოხსნა), ლოპესი (14+7 მოხსნა).
ს: პატერსონი (27+8 მოხსნა), მაკლემორი (23), ტომასი (15+10 პასი), ტორნტონი (10), ჰეისი (6+11 მოხსნა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კალათბურთის ლეგენდა ბილ რასელი იარაღისთვის დაიჭირეს