"მე კალათბურთისთვის ყველაფერი გავიღე, რაც შემეძლო. ჩემში კვლავაც არის აზარტი, მაგრამ თამაშის სურვილი აღარ შემრჩა. ეს შესანიშნავი მოგზაურობა იყო", - განაცხადა აივერსონმა.
გაირკვა, რომ "ფილადელფია" ხმარებიდან ამოიღებს აივერსონის სათამაშო ნომერს. ამასთან დაკავშირებით, საზეიმო ცერემონია 2014 წლის პირველ მარტს გაიმართება, როცა "ფილადელფია" შინ მიიღებს "ვაშინგტონს". მაისურს, "მესამე" ნომრით, "სიქსერზის" საშინაო არენის თაღზე დაკიდებენ.
38 წლის
ალენმა 12 სეზონი გაატარა "ფილადელფიას" შემადგენლობაში, 2000-01 წლების სეზონში რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, 11-ჯერ მიიღო მონაწილეობა "ყველა ვარსკვლავის მატჩში", 1997 წელს აირჩიეს სეზონის საუკეთესო დებიუტანტად. "სიქსერზის" ლეგენდა ოთხჯერ იყო NBA-ს საუკეთესო ბომბარდირი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: თითქმის ოთხმაგი დუბლი!