"ლეიკერსი" "მეომრებთან" შერცხვა

AutoSharing Option
"მაიამის" მსგავსად, სტარტზე ზედიზედ ორი მატჩი ითამაშა "ლეიკერსმა" და პირველი მოგების შემდეგ მანაც შეირცხვინა თავი მეორე შეხვედრაში. არადა, "კლიპერსის" დამარცხების შემდეგ ექსპერტებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს მაიკ დ'ენტონისა და მისი შეგირდების მისამართით, მაგრამ "გოლდენ სტეიტმა" ამგვარი შეფასება ეჭვქვეშ დააყენა.

მორბენალი და სროლისთვის მუდმივად მომართული "მეომრების" წინააღმდეგ კალიფორნიელებს არანაირი არგუმენტი არ აღმოაჩნდათ. სტუმრებს მოგების არანაირი შანსი ჰქონდათ და ზედიზედ მეორე კალიფორნიული დერბი მათთვის მეტად მტკივნეული მარცხით დასრულდა. დ'ენტონის გუნდი სუსტი იყო ყველა ცალკეულ კომპონენტში, რამაც 31-ქულიანი წაგება გამოიწვია.

სათადარიგოთა სკამზე კი არ
აღმოჩნდა კალათბურთელი, რომელიც რთულ სიტუაციაში გუნდს წინ გაუძღვებოდა. სტივ ნეშმა გუნდის ხელმძღვანელობისგან ერთი დღე დასვენება მიიღო, მაგრამ ვერც კანადელი უშველიდა იმ დღეს "ლეიკერსს".

"გოლდენ სტეიტის" რიგებში ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა მცველმა კლეი ტომპსონმა, რომელმაც თამაშიდან 15 ბურთი (19-დან) ჩააგდო და საერთო ჯამში, 38 ქულას მოუყარა თავი. აქედან 27 ქულა პირველ ნახევარზე მოდის.

გ. სტეიტი-ლეიკერსი 125:94
26:16, 33:24, 37:23, 29:31
გ-ს: ტომპსონი (38), ლი (24+8 მოხსნა+5 პასი), დუგლასი (13+4 პასი), კარი (10+6 პასი).
ლ: ჰენრი (14), მიქსი (14), პ. გასოლი (12+7 მოხსნა+3 პასი), ფარმარი (12+5 პასი), ჯონსონი (11+3 პასი+2 დაფარება), კამანი (11), ბლეიკი (10+4 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: თითქმის ოთხმაგი დუბლი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული