ამ მომენტისთვის, ბრაუნის შეგირდებს სამიდან სამი მოგება აქვთ, აქედან ორი აღმოსავლეთის ფავორიტებთან - "მაიამისთან" და "ჩიკაგოსთან".
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ "ბულზთან" მატჩში უფრო დიდი ხანი თამაშს სტუმრები აკონტროლებდნენ. მაგალითად, მეორე ტაიმის დებიუტში "ხარები" 18 ქულას იგებდნენ და ყველას ეგონა, რომ "გათავხედებულ" ახალგაზრდებს თავიანთ ადგილს მიუჩენდნენ, მაგრამ მალე
ფინიშამდე ორი წუთით ადრე დერიკ როუზმა სამქულიანი ჩააგდო და ისევ გაიყვანა წინ "ჩიკაგო", მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს იყო ტიბოდოს შეგირდების ბოლო ზუსტი სროლა მატჩში. თავის მხრივ, ტერნერმა და ჰოიესმა "ფილადელფიას" ლიდერობა სამ ქულამდე აიყვანეს. ბოლო წამებზე სიტუაციის გამოსწორება სცადა დენგმა, მაგრამ მისი შორეული ტყორცნა მიზანს ასცდა.
"ფილადელფიამ" სტარტზე ზედიზედ სამი მატჩი მოიგო. ბოლოს ასეთი რამ ამ გუნდმა შვიდი წლის წინ გააკეთა, როცა მის შემადგენლობაში ჯერ ისევ თამაშობდა ალენ აივერსონი.
2 ნოემბერი
შარლოტი-კლივლენდი 90:84
30:23, 24:26, 21:17, 15:18
შ: უოკერი (23+7 პასი+3 ჩაჭრა), კიდ-გილკრისტი (15), ბიიომბო (11+10 მოხსნა), ჰენდერსონი (10).
კ: მაილსი (22+3 ჩაჭრა), ტომპსონი (21+11 მოხსნა), ირვინგი (16+7 პასი), ჯეკი (15).
ორლანდო-ნ. ორლეანი 110:90
22:20, 31:15, 32:25, 25:30
ო: აფლალო (30), ჰარკლესი (20+8 მოხსნა+4 ჩაჭრა), ო'ქუინი (14+4 დაფარება), ოლადიპო (10+6 პასი+4 ჩაჭრა), ვუჩევიჩი (10+7 მოხსნა), ნელსონი (10).
ნ-ო: დევისი (26+17 მოხსნა+3 დაფარება), ჰოლიდეი (17+3 ჩაჭრა), მოროუ (14), გორდონი (12).
ვაშინგტონი-ფილადელფია 102:109
33:21, 21:23, 20:30, 28:35
ვ: უოლი (26+6 პასი+3 ჩაჭრა), უებსტერი (13), არიზა (12+14 მოხსნა+6 პასი), გორტატი (12+7 მოხსნა+3 დაფარება), ბილი (10), ბუკერი (10+8 მოხსნა).
ფ: იანგი (29+8 მოხსნა), ტერნერი (23), ჰოიესი (16+14 მოხსნა), კარტერ-უილიამსი (14), როტენი (10), ალენი (10).
ატლანტა-ტორონტო 102:95
25:24, 24:15, 30:29, 23:27
ა: ჰორფორდი (22+16 მოხსნა), კორვერი (17+3 ჩაჭრა), ტიგი (17+12 პასი), მილსეპი (15).
ტ: დეროზანი (31), ლოური (16), გეი (14), ჯონსონი (13+8 მოხსნა).
ბოსტონი-მილუოკი 98:105
29:16, 34:31, 20:24, 15:34
ბ: ბასი (17+9 მოხსნა), უოლესი (14), გრინი (13+9 მოხსნა), ლი (13), ფავერანი (12+18 მოხსნა+6 დაფარება), სალინჯერი (10).
მ: ფაჩულია (20+9 მოხსნა), უოლტერსი (14+6 პასი), ჰენსონი (14+9 მოხსნა), ნილი (14), მიდლტონი (13).
ბრუკლინი-მაიამი 101:100
27:18, 20:29, 31:20, 23:33
ბ: პირსი (19+6 პასი), ჯონსონი (19), ლოპესი (13).
მ: ჯეიმსი (26+7 მოხსნა+6 პასი), უეიდი (21), ბოში (17), ჩელმერსი (12), ალენი (12).
ჰიუსტონი-დალასი 113:105
38:22, 23:28, 24:22, 28:33
ჰ: ჰარდენი (34+4 ჩაჭრა), ლინი (14+3 ჩაჭრა), ჰოვარდი (13+16 მოხსნა), ბრუქსი (13), კასპი (12).
დ: ნოვიცკი (22), ელისი (20+3 ჩაჭრა), კრაუდერი (15), ბლეირი (11+10 მოხსნა), მეკელი (11+6 პასი), მერიონი (7+10 მოხსნა).
მემფისი-დეტროიტი 111:108 (ო)
17:21, 30:20, 20:28, 28:26, 16:13
მ: კონლი (22), ალენი (16+5 ჩაჭრა), რენდოლფი (16+10 მოხსნა), გასოლი (15+8 მოხსნა).
დ: სმიტი (19+8 მოხსნა+3 დაფარება+3 ჩაჭრა), სტაკი (19), ბაინუმი (18+6 პასი), მონრო (16+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), კოლდუელ-პოუპი (13), დრამონდი (12+16 მოხსნა+3 ჩაჭრა).
მინესოტა-ოკლაჰომა 100:81
34:19, 25:20, 29:21, 12:21
მ: ლავი (24+12 მოხსნა), პეკოვიჩი (15+10 მოხსნა), რუბიო (14+10 პასი+5 ჩაჭრა), უილიამსი (10+7 მოხსნა), ბარეა (10).
ო: ლემბი (16), დურანტი (13).
დენვერი-პორტლენდი 98:113
23:24, 27:40, 21:27, 27:22
დ: რობინსონი (24+7 მოხსნა), ლოუსონი (21+6 პასი), ფარიდი (11+11 მოხსნა), მილერი (10).
პ: ოლდრიჯი (25+9 მოხსნა), ბატუმი (21), მეტიუზი (21+12 მოხსნა), ლილარდი (18+7 პასი), უილიამსი (11).
ფინიქსი-იუტა 87:84
29:23, 14:23, 20:16, 24:22
ფ: ბლედსოუ (18+6 პასი), პლამლი (13+13 მოხსნა+3 დაფარება), ტაკერი (12).
ი: კანტერი (20+12 მოხსნა), ჰეივორდი (18+10 მოხსნა+8 პასი), ბერქსი (15), ფეივორსი (14+17 მოხსნა).
საკრამენტო-კლიპერსი 101:110
22:24, 23:30, 32:25, 24:31
ს: ტომასი (29), კაზინსი (24+10 მოხსნა+3 ჩაჭრა), ტორნტონი (17), ტომპსონი (11+7 მოხსნა).
კ: პოლი (26+10 პასი), გრიფინი (20+17 მოხსნა+6 პასი), კროუფორდი (18), რედიკი (13), ბარნსი (10), დადლი (10).
ლეიკერსი-სან ანტონიო 85:91
23:16, 19:25, 19:22, 24:28
ლ: გასოლი (20+11 მოხსნა), მიქსი (14), ჯონსონი (12).
ს-ა: პარკერი (24+6 პასი), ჯინობილი (20), ლეონარდი (15+11 მოხსნა), დიაო (14), სპლიტერი (9+14 მოხსნა).
3 ნოემბერი
ინდიანა-კლივლენდი 89:74
21:16, 22:21, 19:18, 27:19
ი: სტივენსონი (22), ჯორჯი (21+13 მოხსნა), ჰიბერტი (11).
კ: უეიტერსი (17+4 ჩაჭრა), ირვინგი (15), ვარეჟაო (14+3 ჩაჭრა).
მილუოკი-ტორონტო 90:97
19:25, 27:26, 19:26, 25:20
მ: მაიო (16+8 პასი), ილიასოვა (14), ჰენსონი (13), ბატლერი (12), უოლტერსი (7+10 პასი).
ტ: გეი (18+15 მოხსნა+3 ჩაჭრა), დეროზანი (17), ლოური (14), ჯონსონი (11+8 მოხსნა), ფილდსი (11).
ფილადელფია-ჩიკაგო 107:104
22:34, 27:30, 33:19, 25:21
ფ: კარტერ-უილიამსი (26+10 პასი+3 ჩაჭრა), ტერნერი (20), ჰოიესი (18+11 მოხსნა+3 დაფარება), იანგი (13+7 მოხსნა), როტენი (11).
ჩ: ბუზერი (22+10 მოხსნა), დენგი (20+7 მოხსნა), როუზი (13+6 პასი), გიბსონი (12+7 მოხსნა), ნოა (10+9 მოხსნა).
ნ. ორლეანი-შარლოტი 105:84
33:15, 23:26, 21:21, 28:22
ნ-ო: დევისი (25+8 მოხსნა+6 დაფარება+6 ჩაჭრა), ევანსი (15+7 პასი), ჰოლიდეი (14+8 პასი), რობერტსი (13).
შ: სეშენსი (22+6 პასი), უოკერი (14), ედრიანი (8+13 მოხსნა).
დალასი-მემფისი 111:99
32:16, 17:27, 24:20, 38:36
დ: ნოვიცკი (24), მერიონი (21+14 მოხსნა), ელისი (18+3 ჩაჭრა), კალდერონი (15), დალემბერი (14+9 მოხსნა), კატტერი (11).
მ: კონლი (24+8 პასი+3 ჩაჭრა), გასოლი (23), რენდოლფი (21+14 მოხსნა), ბეილესი (11+7 მოხსნა).
იუტა-ჰიუსტონი 93:104
24:16, 32:24, 17:33, 20:31
ი: ჯეფერსონი (18), კანტერი (16+8 მოხსნა), ბერქსი (15+3 ჩაჭრა), ჰეივორდი (15), ფეივორსი (12), ლუკასი (11).
ჰ: პარსონსი (24+12 მოხსნა+6 პასი), ჰარდენი (23+3 ჩაჭრა), ლინი (20), ჰოვარდი (15+9 მოხსნა), გარსია (12).
პორტლენდი-სან ანტონიო 115:105
21:19, 29:20, 32:35, 33:31
პ: ლილარდი (25+7 პასი+7 მოხსნა), ოლდრიჯი (24+7 მოხსნა), მეტიუზი (20), უილიამსი (13), ლოპესი (12), ბატუმი (11+12 მოხსნა+11 პასი).
ს-ა: დანკანი (24+7 მოხსნა), ბელინელი (19), პარკერი (17+9 პასი), დიაო (14), ჯინობილი (11).
გ. სტეიტი-საკრამენტო 98:87
27:17, 29:19, 23:23, 19:28
გ-ს: ტომპსონი (27+7 მოხსნა), კარი (22+12 პასი), ლი (15+12 მოხსნა).
ს: მაკლემორი (19), აუთლო (15+12 მოხსნა), ტომასი (12), ტომპსონი (12+10 მოხსნა).
კობის სამი კვირა დარჩა?
კარგი ამბავი შეიტყვეს "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გულშემატკივრებმა. ამ გუნდის ლიდერი კობი ბრაიანტი, შესაძლოა, სამ კვირაში დაუბრუნდეს მოედანს.
როგორც ირკვევა, კობი უკვე აქტიურად ვარჯიშობს დარბაზში და თავს შესანიშნავად გრძნობს. მართალია, კალათბურთელი ჯერ არანაირ დაპირებას არ იძლევა, მაგრამ ცხადია, რომ მისი დაბრუნება შორს აღარ არის.
დღეს კობი ძალიან სჭირდება "ლეიკერსს". რეგულარულის სტარტზე მეზობელი "კლიპერსის" სენსაციურად ძლევის შემდეგ გუნდმა ზედიზედ ორი მატჩი წააგო და ჯერ არ ჩანს, რის ხარჯზე აპირებს ის პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლას.
მგლების მორიგი ტრავმირებული
კვლავ არ უმართლებს "მინესოტა ტიმბერვულვზს". როგორც კი ეს გუნდი სეზონის წინ მაღალ მიზნებს დაისახავს, მაშინვე რომელიმე წამყვანი კალათბურთელი გამოდის მწყობრიდან.
შარშან, ტრავმების ნამდვილი ეპიდემიის გადატანის შემდეგ, "მგლებმა" თითქოს შვებით ამოისუნთქეს, მაგრამ სექტემბრის ბოლოს დაზიანებული მუხლით ლაზარეთში მოხვდა ფორვარდი ჩეიზ ბადინგერი, 3 ნოემბერს კი მას შეუერთდა ცენტრი რონი ტურიაფი, რომელსაც შემადგენლობაში ნიკოლა პეკოვიჩის შეცვლა ევალებოდა. ფრანგმა იდაყვი დაიზიანა და გაურკვეველი ვადით გამოვიდა მწყობრიდან.
ტურიაფის არყოფნაში "მინესოტას" მეორე ცენტრი იქნება დებიუტანტი გორგი დიენგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: სტივენ კარი VS კრის პოლი: 42-38